Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

კონცერტზე სიმღერები 1999 წლის ალბომ Millennium-იდან შესრულდა, თუმცა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს 90-იანი წლების თინეიჯერებს ახსოვდათ.
Backstreet Boys კონცერტის Into The Millennium-ის სარეკლამო პოსტერი 2025 წლის 2 მარტი, ლას ვეგასი. ფოტო: Kevin Carter/Getty Images

11 ივლისსს Backstreet Boys-ის კონცერტების სერიის – Into the Millennium – პირველი საღამო გაიმართა. კონცერტზე 1999 წლის ალბომ   Millennium-ში შესული თორმეტივე კომპოზიცია გაჟღერდა, თუმცა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს 90-იანი წლების თინეიჯერებს ახსოვთ. აქ მსმენელს ნამდვილი სიურპრიზი ელოდა. საღამოს, ალბომ Millennium-ში შესული სიმღერების გარდა, დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა ახალი სინგლიც, სახელწოდებით Hey. საღამო სინგლით Larger Than Life გაიხსნა, რომელიც ალბომის პირველი კომპოზიცია და ასევე ბენდის 2017-2019 წლების ლას ვეგასის პირველი რეზიდენციის სახელწოდებაცაა.

სიმღერათა სიაში მესამე ნომრად Backstreet Boys-ის სადებიუტო ალბომიდან სიმღერა As Long as You Love Me გაჟღერდა, თუმცა, როგორც გულშემატკივრები მოელოდნენ, ბენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჰიტი I Want It That Way შოუს ფინალში არ უმღერიათ.  საერთო ჯამში, 25 ნომერიან სეტლისტში კომპოზიციები ოთხი სხვადასხვა ალბომიდან იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ კონცერტები ლას ვეგასში 24 აგვისტომდე გაგრძელდება.  ნახეთ სიმღერათა სია Backstreet Boys-ის საკონცერტო სერიის პირველი საღამოდან, რომელიც ლას ვეგასის საკონცერტო დარბაზ Sphere-ში გაიმართა: 

Larger Than Life
Album: Millennium (1999)
It’s Gotta Be You
Album: Millennium (1999)
As Long as You Love Me
Album: Backstreet Boys (1996)
More Than That
Album: Black & Blue (2000)
I Need You Tonight
Album: Millennium (1999)
Siberia
Album: Never Gone (2005)
Don’t Want You Back
Album: Millennium (1999)
Get Another Boyfriend
Album: Black & Blue (2000)
Show Me the Meaning of Being Lonely
Album: Millennium (1999)
Don’t Wanna Lose You Now
Album: Millennium (1999)
Hey
Album: Millennium 2.0 (2025)
The One
Album: Millennium (1999)
Crawling Back to You
Album: Never Gone (2005)
Spanish Eyes
Album: Millennium (1999)
No One Comes Close
Album: Millennium (1999)
The Perfect Fan
Album: Millennium (1999)
All I Have to Give
Album: Backstreet Boys (1996)
Drowning
Album: The Hits – Chapter One (2001)
Quit Playing Games (With My Heart)
Album: Backstreet Boys (1996)
Shape of My Heart
Album: Black & Blue (2000)
I Want It That Way
Album: Millennium (1999)
Get Down (You’re the One for Me)
Album: Backstreet Boys (1996)
We’ve Got It Goin’ On
Album: Backstreet Boys (1996)
The Call
Album: Black & Blue (2000)
Everybody (Backstreet’s Back)
Album: Backstreet Boys (1996)
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრევის სკოტმა ახალი ალბომის – Jackboys 2-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერის ახალი ალბომის ერთ-ერთ ტრეკში კომპოზიტორად და ტექსტის ავტორად ემინემი არის მითითებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი