სტივი უანდერი ამბობს, რომ სიმღერისთვის თავის დანებებას არ აპირებს

„სანამ კრეატიული ხარ და საშუალებას აძლევ გონებას, იმუშაოს, პენსიაზე არ უნდა გახვიდე,” – ამბობს მუსიკოსი.
სტივი უანდერი
Amy Sussman/Getty Images

სტივი უანდერმა დაადასტურა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. ვეტერანი მუსიკოსი ამტკიცებს, რომ ის მუსიკის შექმნასა და შესრულებას სიკვდილის დღემდე განაგრძობს. უანდერმა ამის შესახებ BBC-ის Sidetracked პოდკასტში ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც წამყვანმა მას პენსიაზე გასვლის შესახებ ჰკითხა, უადერმა განმარტა, რომ ის შემოქმედებას განაგრძობს იქამდე, სანამ ამას ფიზიკურად შეძლებს. 

„იქამდე, სანამ სუნთქავ და სანამ გული გიცემს, კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი. მიყვარს მუსიკის დაკვრა, ჩემთვის ეს მანტრასავითაა. ვფიქრობ, რომ შემიძლია იმ ყველაფრის გაკეთება, რაც მინდა და არ ვაპირებ შევაჩერო ის ნიჭი, რომელიც სხეულში მეღვრება. “

„მე მიყვარს, რასაც ვაკეთებ,” – დაამატა მან. „მხატვარი არ წყვეტს ხატვას. სანამ წარმოსახვის უნარი გაქვს და შეგიძლია, იყო შემოქმედებითი, სანამ საშუალებას აძლევ შენს გონებას, რომ იმუშაოს, პენსიაზე არ უნდა გახვიდე.”

უანდერმა თითქმის მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. 75 წლის ვარსკვლავმა პირველი სინგლი მხოლოდ 11 წლის ასაკში გამოსცა. 13 წლისა კი უკვე Billboard Hot 100-ის ლიდერი გახდა სიმღერით Fingertips.

თითქმის 20 წელი გავიდა, რაც უანდერმა ბოლო სტუდიური ალბომი A Time to Love გამოსცა. თუმცა ამ პერიოდში გამოვიდა მისი რამდენიმე სინგლი, მათ შორისაა 2024 წელს გამოშვებული Can We Fix Our Nation’s Broken Heart.

2008 წლიდან მუსიკოსი ახალ ალბომზე საუბრობს, სახელწოდებით Through the Eyes of Wonder. პროექტი აღწერს უანდერის, როგორც უსინათლო კაცის გამოცდილებას.

ცოტა ხნის წინ კარდიფში გამართულ კონცერტზე უანდერი გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, თითქოს რეალურად ის  უსინათლო არ არის. 

„იცით, რომ არსებობს ჭორები, რომ მე ვხედავ. მაგრამ, სერიოზულად, თქვენ ხომ იცით სიმართლე? სიმართლე ისაა, რომ დაბადებიდან მალევე დავბრმავდი. ეს კი კურთხევაა, რადგან ამან მომცა საშუალება, დავინახო სამყარო სიმართლის ხედვით. დავინახო ადამიანები მათი სულით და არა მათი გარეგნობით. არა იმით, თუ რა ფერის არიან, არამედ იმით, თუ რა ფერისაა მათი სული.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Aflou

Billboard Georgia Presents: New Gen- Aflou (China)

შემდეგი სტატია

ნიკ ქეივი - ლონდონი, 2024 წლის 8 აპრილი ფოტო: დევე ბენეტი/WireImage

შვილის გარდაცვალების 10 წლის თავზე, ნიკ ქეივი გლოვის პროცესზე და მისგან მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი