საბრინა კარპენტერმა ალბომ Man’s Best Friend-ის სიმღერათა სია გაამჟღავნა

კარპენტერმა სიმღერების სია გოლდენ რეტრივერის ლეკვთან და ორ იღბლიან გულშემატკივართან ერთად გაასაჯაროვა.
საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images
საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

პოპვარკსვლავმა საბრინა კარპენტერმა მეშვიდე სტუდიური ალბომის, Man’s Best Friend-ის გამოსვლამდე ფრაზა „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“ პირდაპირი მნიშვნელობით გაითავისა.

ალბომი Island Records-ის მეშვეობით 29 აგვისტოს გამოვა. აღსანიშნავია, რომ კარპენტერმა ალბომში შესული სიმღერების სია უჩვეულოდ, გოლდენ რეტრივერის ლეკვთან და ორ იღბლიან გულშემატკივართან ერთად გაასაჯაროვა.

სიმღერათა სია კარპენტერმა ალბომის დაანონსებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე გამოავლინა, ე.წ. ტრეკლისტის გამხელა არტისტმა მეთორმეტე სიმღერით, Goodbye-ით დაიწყო, სადაც თანმხლებ ფოტოზე ერთ-ერთი გულშემატკივარი მარია ლეკვით ხელში დგას. 

ორი დღის შემდეგ კარპენტერი კვლავ დაუბრუნდა ლეკვების თემატიკას, რათა რიგით მეთერთმეტე სიმღერა  – House Tour გამოეცხადებინა,  ამჯერად გულშემატკივარ ნერიასა და გოლდენ რეტრივერის ლეკვთან ერთად: „ნერია და გოლდენი = სახლს, ტკბილი სახლი. მე-11 სიმღერა, სახელწოდებით House Tour.” – დაწერა მომღერალმა @teamsabrina-ს ინსტაგრამზე. მისმა ორივე პოსტმა გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

საბრინა კარპენტერის მომავალი ალბომი 2024 წელს გამოშვებული Short n’ Sweet-ის შემდეგ გამოდის. მომღერლის ბოლო სინგლი Manchild კი 5 ივლისს გამოვიდა.  ახალი ალბომი  Man’s Best Friend – Short n’ Sweet-ის გამოცემიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოვა, ეს უკანასკნელი კი  Billboard 200-ზე ოთხი კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე პოზიციონირებდა. მომავალ ალბომში შესული სინგლი Manchild,  Billboard Hot 100-ის სათავეში უკვე ჩაეწერა, ეს კი საბრინა კარპენტერის კარიერაში მეორე ნომერ პირველი ჰიტია.

ალბომი Man’s Best Friend წინასწარ შეკვეთით სხვადასხვა ფორმატში უკვე ხელმისაწვდომია, მათ შორის ჯეიკობ როჩესტერის მიერ დახატულ დისკზეც.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Runyu Qian

Billboard Georgia Presents: New Gen – Runyu Qian (China)

შემდეგი სტატია

შერონ ოსბორნი ოზი ოსბორნის გარდაცვალების შესახებ პოსტს გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი