Doechii lollapalooza-ს ფესტივალზე განსაკუთრებული სტუმრის მოწვევას გეგმავს

არტისტი lollapalooza-ს ფესტივალზე 2 აგვისტოს წარდგება.
Doechii - Tom Ford-ის 2025-2026 წლების შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე, 2025 წლის 5 მარტი, პარიზი Arnold Jerocki/Getty Images
Doechii – Tom Ford-ის 2025-2026 წლების შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე, 2025 წლის 5 მარტი, პარიზი Arnold Jerocki/Getty Images

31 ივლისს Doechii-მ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რეპერი lollapalooza-ს ფესტივალზე განსაკუთრებული სტუმრის მოწვევას გეგმავს. მისი გამოსვლა 2 აგვისტოს იგეგმება,  სადაც Doechii T-Mobile-ის სცენაზე მთავარი გამომსვლელი ჯგუფის, Rufus du Sol-ის წინ წარდგება.

„ვფიქრობ, DOECHII-PALOOZA-ზე სტუმარი უნდა მოვიწვიო, და ვინ იქნება ის?“ – დაწერა Doechii-იმ.

გულშემატკივრები  სტუმრის ვინაობას სავარაუდოდ Doechii-ს გამოსვლის დროს გაიგებენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ კვირას ჩიკაგოს ასობით ცნობილი მუსიკოსი ეწვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ Doechii-სთან ერთად, შესაძლოა, ნებისმიერი მუსიკოსი წარდგეს. გრემის მფლობელ რეპერს აქამდე უთანამშრომლია Tyler, the Creator-თან სიმღერაზე  Balloon, რომელიც მის ალბომში, Chromakopia-შია შესული. Tyler, the Creator ფესტივალზე 31 ივლისს, Doechii-ს გამოსვლამდე ორი დღით ადრე წარდგა.

Doechii-მ მსოფლიო აღიარება მიქსტეიფის – Alligator Bites Never Heal-ის გამოსვლით მოიპოვა. 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ამ ალბომმა საუკეთესო რეპ ალბომის ჯილდო დაიმსახურა, რის შემდეგაც მუსიკოსმა Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში ჰიტ სიმღერით Anxiety მეცხრე ადგილი დაიკავა. Doechii ასევე Billboard-ის წლის ქალი მუსიკოსის ტიტულით Women in Music Awards-ზეც დაჯილდოვდა. 

„ვერ ვიჯერებ, რომ მხოლოდ ორი წლის წინ სწორედ ამავე სცენაზე Billboard Rising Star Award მივიღე, მაშინ იმდენად ენერგიულად ვიმღერე და ვიცეკვე, რომ ფეხსაცმელი გამეხსნა და მიკროფონთან ფრთხილად მივედი. ახლა კი, აი, ისევ აქ ვარ. ეს მომენტი ზუსტად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კარიერისადმი: ყოველთვის ბოლომდე, ყოველთვის ძლიერად და ყოველთვის ბრწყინვალედ.“ – თქვა Doechii-მ მარტში, ჯილდოს მიღებისას.

ფესტივალი Lollapalooza ჩიკაგოში, გრანტის პარკში, ოთხი დღის განმავლობაში – 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მთავარ გმომსვლელებს შორის Tyler, the Creator-თან და  Rufus du Sol-თან ერთად, ოლივია როდრიგო და საბრინა კარპენტერიც წარდგებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ ლაიმის დაავადება აქვს

შემდეგი სტატია

მეფე ჩარლზის სამხედრო ბენდმა ოზი ოსბორნის პატივსაცემად Black Sabbath-ის სიმღერის ქავერი შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი