ჯეკ ოსბორნი მამას გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის

როკერის ვაჟმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ოსბორნის So Tired-ის ფონზე მისი და ოზის ცხოვრების სხვადასხვა მომენტია გაერთიანებული.
ოზი ოსბორნი და მისი ვაჟი ჯეკ ოსბორნი
LARRY BUSACCA/GETTY IMAGES

ოზი ოსბორნის დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ მომღერლის ვაჟმა ჯეკ ოსბორნმა მამას გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა.

„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ არაფრის დაპოსტვა არ მინდოდა. ამისთვის ზედმეტად დამძიმებული ვიყავი. მოკლედ დავწერ, რადგან მას სძულდა გრძელი სიტყვები,” – წერს ოზისა და შერონ ოსბორნების 39 წლის ვაჟი ინსტაგრამზე. „ის ძალიან ბევრს ნიშნავდა უამრავი ადამიანისთვის, მაგრამ მე იღბლიანი ვარ, რომ იმ მცირე ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც მას მამას ეძახდა.”

ჯეკის პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც მისი და ოზის ცხოვრების სხვადასხვა მომენტია გაერთიანებული, ჯეკის ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. ვიდეოს ფონად გასდევს ოზის სენტიმენტალური ბალადა So Tired, მისი 1983 წლის სოლო ალბომიდან Bark at the Moon.

„ჩემი გული სავსეა სევდითა და მწუხარებით, მაგრამ ასევე დიდი სიყვარულითა და მადლიერებით. მე 14,501 დღე გავატარე ამ კაცთან ერთად და ვიცი, რომ ეს საჩუქარია.”

კლიპი სრულდება ფოტოების სერიით, სადაც ოზი თავის შვილებთან ერთად იცინის და სასაცილო სახეებს იღებს შვილიშვილებთან ერთად, ასევე არქივის მასალით, სადაც ის პატარა ჯეკს აუდიტორიასთან დამშვიდობებასა და თავის დაკვრას ასწავლის.

„ეს მამაჩემი იყო. მან იცხოვრა და იცხოვრა სავსე ცხოვრებით. მიყვარხარ, მამა,” – წერს ოსბორნი.

ცოტა ხნის წინ მამას პოსტი მიუძღვნა ჯეკის დამ, კელი ოსბორნმაც და ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.: „ასჯერ დავჯექი ამის დასაწერად და მაინც არ ვიცი, იქნება თუ არა სიტყვები საკმარისი… მაგრამ მთელი გულით გიხდით მადლობას. ის სიყვარული, მხარდაჭერა და თბილი მესიჯები, რაც ბევრი თქვენგანისგან მივიღე, ძალიან დამეხმარა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტთან გამკლავებაში. თითოეული კეთილი სიტყვა, გაზიარებული მოგონება, იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ამის ახსნა შემიძლია… გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ვერ ვიქნები, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ჩემი ოჯახი მარტო არ არის ამ ტკივილში, ძალიან მნიშვნელოვანია. ვეჭიდები იმ სიყვარულს, სინათლესა და მემკვიდრეობას, რაც მან დატოვა.”

ოზი ოსბორნი 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება და კორონარული არტერიების დაავადება სახელდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლიბუდი. ფოტო: ემა მაკინტაირი / Getty Images

სელენა გომესი Therapuss-თან  ინტერვიუში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბენი ბლანკოსთან ურთიერთობის დასაწყისზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ედ შირანი, MTV Video Music Awards-ზე , 2017 წლის 27 აგვისტო. ფოტო: ალბერტო ე. როდრიგესი / Getty Images

ვინ შეიძლება გახდეს 2025 წლის MTV VIDEO MUSIC AWARDS-ის დაჯილდოებაზე VIDEO VANGUARD-ის მფლობელი?  ნახეთ რვა საუკეთესო კანდიდატი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი