სელენა გომესი Therapuss-თან  ინტერვიუში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბენი ბლანკოსთან ურთიერთობის დასაწყისზე საუბრობს

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ უბრალოდ ვიცნობდით ერთმანეთს, ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა კარგი ადამიანი იყო და ერთად რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ.“ – იხსენებს ბენი ბლანკოზე სელენა გომესი.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლიბუდი. ფოტო: ემა მაკინტაირი / Getty Images
სელენა გომესი და ბენი ბლანკო, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლიბუდი. ფოტო: ემა მაკინტაირი / Getty Images

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ უბრალოდ ვიცნობდით ერთმანეთს,  ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა ვფიქრობდი, რომ კარგი ადამიანი იყო და ერთად რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ.“ – იხსენებს ბენი ბლანკოზე სელენა გომესი. 

სელენა გომესი Therapuss-ის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც წამყვანს, ჯეიკ შეინს არაერთ თემაზე ესაუბრა, მათ შორის სამსახიობო კარიერაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემასა თუ ბენი ბლანკოსთან პირად ურთიერთობაზე. 

შეინთან საუბარში გომესმა პირადი ცხოვრების ბოლო პერიოდი მიმოიხილა. მან ასევე ისაუბრა საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდ  Rare Beauty-ზე, რომელიც 2020 წელს დააარსა, გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს კი არტისტი  ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ ორგანიზაციებში რიცხავს.

სელენა გომესის თქმით, მენტალური ჯანმრთელობის ასპექტს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში თავადაც ჰქონდა ამ მხრივ პრობლემები.  

„ჩემი ისტორია იმ იმედით გავაზიარე, რომ სხვებსაც დავხმარებოდი. როცა გავამხილე, რომ ბიპოლარული აშლილობა მქონდა, ეს ჩემთვის ერთგვარი გათავისუფლება იყო.  შემდეგ კი მივხვდი, რომ ყველაფერი, რაზეც ვმუშაობ ან რაც მეხება, აუცილებლად უნდა ატარებდეს რაღაც ღირებულს. ჩემი მთავარი აუდიტორია ყოველთვის ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათ ვერავინ ამჩნევდა, მათი არ ესმოდათ ან საკუთარი თავის ძიებაში იყვნენ.” 

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას სელენა გომესმა დაამატა: “ნამდვილად მჯერა თერაპიის. ვიღებ მედიკამენტებს და ძალიან გამიმართლა, რომ ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, რომელშიც ვარ.“

არტისტმა პოდკასტ Therapuss-ში  კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე  –  მისი და ბენი ბლანკოს ურთერთობის დასაწყისზე ისაუბრა.  წყვილმა ურთიერთობა 2023 წელს გაასაჯაროვა, 2024 წლის ბოლოს კი დაინიშნენ. მოგვიანებით მათ ერთად იმუშავეს ალბომზე –  I Said I Love You First.

„აღფრთოვანებული ვარ ქორწინებით, ამ ეტაპზე ბევრი რამ ხდება,  ბლანკო რამდენიმე პროექტზე მუშაობს, გვაქვს პირადი გეგმები, რომლებიც ქორწინების საბოლოო დაგეგმვამდე უნდა დავამთავროთ. ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასე დარწმუნებული რამეში. თუმცა არ მინდა ამაზე ხმამაღლა საუბარი.” – თქვა სელენა გომესმა.

ინტერვიუერმა სელენას სთხოვა, ბლანკოსთან ურთიერთობის დასაწყისიც გაეხსენებინა, მომღერალმა კი თქვა რომ ისინი ერთმანეთს მუსიკალური კარიერის საწყის ეტაპზე შეხვდნენ, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ ნაცნობობით შემოიფარგლებოდნენ.  

„გულწრფელად რომ ვთქვა ჩვენ უბრალოდ ვიცნობდით ერთმანეთს,  ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა ვფიქრობდი, რომ კარგი ადამიანი იყო და ერთად რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ.“  – იხსენებს სელენა გომესი.  

მას შემდეგ რაც სელენამ და ბენი ბლანკომ 2023 წლის სიმღერაზე Single Soon მუშაობა დაიწყეს, მათი მეგობრობა უფრო ღრმა ურთიერთობაში გადაიზარდა.

„ორი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით და ვთხოვე, ჩემთვის ვინმე სიმპათიური გაეცნო, მან კი მითხრა, რომ საღამოებს ვაწყობთ, სადილზე ვიკრიბებით და შენც უნდა მოხვიდეო, – ამის შემდეგ კი უკვე ერთად ვიყავით”. – თქვა სელენამ. 

ნახეთ სელენა გომესის ინტერვიუ Therapuss-ის პოდკასტში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალ ვიდეოკლიპში ჯასტინ ბიბერი მეუღლესა და 11 თვის ვაჟთან ერთად ისვენებს 

შემდეგი სტატია

ჯეკ ოსბორნი მამას გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი