ტრევის კელსის მამის თქმით, სვიფტი და კელსი სინამდვილეში ორი კვირის წინ დაინიშნენ 

წყვილის ნიშნობის პოსტმა ინსტაგრამის რეკორდი დაამყარა.
ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი
PATRICK SMITH/GETTY IMAGES

მსოფლიო შოუ-ბიზნესის მთავარი თემა კვლავაც ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ნიშნობაა. 26 აგვისტოს წყვილმა ინსტაგრამზე გაავრცელა პოსტი, რომლითაც გულშემატკივარს სასიხარულო ამბავი აუწყა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კელსის ოჯახისთვის ეს სიახლე არ ყოფილა. ფეხბურთელის მამა ედ კელსი ამბობს, რომ მისმა ვაჟმა სვიფტს ხელი თვის დასაწყისში სთხოვა.

„ტრევისმა სინამდვილეში ტეილორს ხელი ორი კვირის წინ სთხოვა. ის აპირებდა, რომ ცერემონია ამ კვირისთვის გადაედო. ტეილორი ცოტას ნერვიულობდა, მაგრამ ტრევისს ხელის თხოვნის გადადება სურდა, რათა რაღაც გრანდიოზული მოემზადებინა. მე კი მას განუწყვეტლივ ვუმეორებდი: შეგიძლია ეს გზის პირზეც კი გააკეთო, ნებისმიერ ადგილას… ის მაინც განსაკუთრებულად იქცევა, როცა დაიჩოქებ და ხელს სთხოვ,” – ამბობს ედ კელსი ახალ ინტერვიუში. 

საბოლოოდ ტრევისმა ტეილორს ხელი საკუთარი სახლის ეზოში სთხოვა. „სადილზე უნდა წასულიყვნენ, რა დროსაც ტრევისმა უთხრა: „მოდი, გარეთ გავიდეთ და ერთი ბოკალი ღვინო დავლიოთ”. ეზოში გავიდნენ და სწორედ ამ დროს სთხოვა მას ხელი. ეს მშვენიერი იყო. შემდეგ კი ვიდეოზარით დაგვირეკეს მე, დედებს და ყველას გაგვაგებინეს ახალი ამბავი. მათი ერთად ნახვა შესანიშნავია. უბრალოდ ორი ახალგაზრდა ადამიანია, რომელთაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. ისინი არ ეძებენ ყურადღებას, მაგრამ ეს ბუნებრივად ხდება, როცა ასეთი წარმატებული არიან საკუთარ სფეროებში,” – ამბობს კელსი.

წყვილის ნიშნობის პოსტმა ინსტაგრამის რეკორდი დაამყარა და 6 საათში ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. „მეტას” მიერ  „ბილბორდისთვის” გაზიარებული მონაცემების მიხედვით, ფეხბურთელისა და მომღერლის საერთო პოსტმა ინსტაგრამზე მილიონი გაზიარება დააგროვა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი რაიმე პოსტს ოდესმე ჰქონია. ამ ყველაფერს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ის ფაქტი, რომ წყვილმა აღნიშნული რეკორდი სულ რაღაც 6 საათში დაამყარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლეიბლი CES Records ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, Denivarlevy-ს პირველ ქართულენოვან EP-ის გამოსცემს

შემდეგი სტატია

Buena Vista All Stars – კუბური მუსიკის ლეგენდარული შემსრულებლების კონცერტი თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი