სანდრო ნებიერიძე ბუზონის საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია

ქართველი პიანისტი გრანდ ფინალში 7 სექტემბერს ჰაიდნის ორკესტრთან ერთად დაუკრავს.

სანდრო ნებიერიძე ფერუჩიო ბუზონის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტია. ქართველი პიანისტი იმ სამ კონკურსანტს შორის დასახელდა, რომლებიც 7 სექტემბერს გრანდ ფინალში დაუკრავენ. კონკურსის დასკვნითი ღონისძიება ბოლცანოში, Teatro Comunale-ში გაიმართება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა ორ სატელევიზიო არხზე, რადიოსადგურებსა და ონლაინ პლატფორმებზე. მონაწილეები სცენაზე ჰაიდნის ორკესტრთან ერთად წარდგებიან. მათი გამოსვლის შემდეგ კი ჟიური კონკურსის გამარჯვებულს დაასახელებს. ასევე გამოვლინდება აუდიტორიის რჩეულიც, რომელსაც მაყურებელი ხმის მიცემით აირჩევს. 

სანდრო ნებიერიძემ ფინალამდე სამი ეტაპი გადალახა და 114 მონაწილიდან, ჯერ 34 კონკურსანტს შორის, შემდეგ კი საუკეთესო თორმეტეულსა და ექვსეულში მოხვდა. 2 სექტემბერს ქართველი პიანისტი ჟიურის წინაშე კამერული მუსიკის ტურში წარდგა, რომლითაც გრანდ ფინალის საგზური მოიპოვა. 

აუდიტორიის პრიზისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე: https://competition-2025.busoni-mahler.eu/login/#/

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kung Fu Junkie-ს კრებული ალბომი ფირფიტაზე გამოიცა

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი

2025 წლის MTV VMAs-ის ცერემონიის სპეციალური ნაწილი ოზი ოსბორნის ხსოვნას მიეძღვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი