ფესტივალი „თბილისი რიტმი”  რიშარ გალიანოს კონცერტით დასრულდა

9 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რიშარ გალიანოს კონცერტი ანშლაგით გაიმართა.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აკორდეონისტად აღიარებულმა ფრანგმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა რიშარ გალიანომ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მაყურებელს ახალი ალბომი New Viaggio (ნიუ ვიაჯო) პარიზულ პრემიერამდე წარუდგინა. სცენაზე მას ფრანგი ვირტუოზები: გიტარისტი ადრიან მოინიარი და კონტრაბასისტი ფილიპ არტსი ახლდნენ.

რიშარ გალიანოს პოეტური ინტერპრეტაციები, ემოციური ჟღერადობა და იმპროვიზაციის თავისუფლება კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოდ იქცა მაყურებლისთვის. გალიანო მერვე ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. მისი პირველი კონცერტი 2006 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა, თუმცა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა გუშინდელი საღამო, სადაც მაესტრომ აუდიტორიას ახალი პროგრამა წარუდგინა.

მაესტრო – რიშარ გალიანო:

„ეს ჩემთვის ის ემოცია იყო, რომელიც საქართველოში პირველად ჩამოსვლის დროს მქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პუბლიკა, რომლის წინაშეც დღეს მერვედ წარვდექი, რადგან ის სიყვარული, რაც მსმენელთან მაკავშირებს, ჩემთვის შეუცვლელია. სწორედ ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა მერვედ საქართველოში.”

რიშარ გალიანომ კონცერტზე საკუთარი და ქავერ კომპოზიციები წარადგინა. ერთი-ერთი ნაწარმოები, რომელიც მაესტრომ შეასრულა, ცნობილია სახელწოდებით Aurore (განთიადი), რომელიც, მუსიკოსის თქმით, იმედთან ასოცირდება: „როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში ქაოსური სიტუაციაა, ამიტომ იმედი ყველას გვჭირდება.” – აღნიშნა გალიანომ კონცერტის დროს.

ანი ლაღიძე, „თბილისი რიტმის” დამფუძნებელი: 

„სოსო ლაღიძის სახელობის “თბილისი რიტმის” ფესტივალი რიშარ გალიანოს უახლესი პროექტით დაიხურა. გალიანომ New Viaggio (ნიუ ვიაჯო)  ჩაწერა, რომელიც ძველი პროექტის  (1983) განახლებული ვერსიაა. სხვათა შორის, მათ ბევრი ისეთი ნაწარმოები აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე სტუდიაში იყო. აღსანიშნავია ერთ-ერთი თვალსაჩინო ფრანგი ხმის ინჟინერი, რომელმაც ჩვენი კონცერტი გაახმოვანა – რემი გურსერო. ზუსტად მისი მახვილგონიერების დამსახურებაა ამ ალბომისთვის ბონუს ტრეკების დამატება. თბილისი იმით გამოირჩევა, რომ ზუსტად ამ გასტროლის შემდეგ, უკვე ოქტომბერში,  New Viaggio მსოფლიოს მოედება. გალიანოს წლევანდელი გასტროლი გამორჩეული იყო თავისი განახლებული შემადგენლობით. აღმოჩენა იყო ადრიან მოინიარი, რომელიც დღეს პარიზისა და ნიუ იორკის წამყვანი  ჯაზ კლუბებისთვის ყველაზე სასურველი არტისტია. ეს იყო დიდი პატივი და ფუფუნება თბილისისთვის და საწყენია, რომ ამ ფესტივალით ვასრულებთ უერთიერთობას და მას გაგრძელება არ აქვს თბილისის ჯაზ-კლუბებში.” 

„თბილისი რიტმის“ კულმინაცია რიშარ გალიანოს კონცერტით დასრულდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებისთვის ემოციურ, უნიკალურ და შთამბეჭდავ მოგონებად დიდხანს დარჩება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფილმ Song Sung Blue-ს ტრეილერში ჰიუ ჯეკმანი და კეიტ ჰადსონი Neil Diamond-ის ინტერპრეტატორებს განასახიერებენ 

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი: 11 სექტემბრის პროგრამა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი