ფილმ Song Sung Blue-ს ტრეილერში ჰიუ ჯეკმანი და კეიტ ჰადსონი Neil Diamond-ის ინტერპრეტატორებს განასახიერებენ 

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი შობის დღეს გამოვა.
კეიტ ჰადსონი და ჰიუ ჯეკმანი კლერ და მაიკ სარდინების როლში
SARAH SHATZ/FOCUS FEATURES

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ Lightning & Thunder არ არის Neil Diamond-ის ქავერ ბენდი, ის Diamond-ის ინტერპრეტატორი დუეტია. სწორედ ამას სწავლობს ჰიუ ჯეკმანის პერსონაჟი მაიკ სარდინა კეიტ ჰადსონის გმირ კლერ სტენგელისგან მომავალი ფილმის, Song Sung Blue-ს პირველ ტრეილერში.

მსახიობთა ეს წყვილი, რომელთაგანაც ორივეს დიდი მუსიკალური გამოცდილება აქვს (ჯეკმანს ბროდვეის არაერთ მიუზიკლში, ჰადსონს კი 2024 წლის ალბომში Glorious), მთავარ როლს ასრულებს ფილმში Song Sung Blue. ფილმი ორი მუსიკოსის რეალურ ამბავს ჰყვება, რომელთაც თავიანთი განსაკუთრებული მიზანი იპოვეს, როცა Diamond-ის ინტერპრეტატორი დუეტი შექმნეს.

„მე არ ვარ კომპოზიტორი, არ ვარ სექსსიმბოლო. უბრალოდ მინდა, რომ ადამიანები გავართო,” – ეუბნება ჯეკმანის პერსონაჟი მაიკი ჰადსონის გმირს ტრეილერში. “მე არ მინდა, პარიკმახერი ვიყო,” – პასუხობს კლერი. „მინდა ვიმღერო, ვიცეკვო, მინდა, მქონდეს ეზო და მყავდეს კატა.”

შემდეგ სარდინა იღებს Diamond-ის 1972 წლის ალბომის, Moods-ის ასლს, რომელშიც შედის Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტი Song Sung Blue. სტენლი კი ურჩევს, არ იყოს უბრალოდ Diamond-ის განმასახიერებელი. „შენ უნდა იყო Neil Diamond-ის ინტერპრეტატორი.” და დუეტი თავის გზას პოულობს.

ფილმი დაფუძნებულია 2008 წლის ამავე სახელწოდების დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ჰყვება ცოლ-ქმრის, მაიკისა და კლერ სარდინების ამბავს, რომლებმაც დააარსეს Diamond-ისადმი მიძღვნილი ჯგუფი Lighting & Thunder. 

ფილმი კინოთეატრებში 25 დეკემბერს, შობის დღეს გამოვა. მასში ასევე მონაწილეობენ მაიკლ იმპერიოლი, ელა ანდერსონი, მუსიკოსი King Princess და სხვები.

ფილმის ტრეილერი საკუთარ ინსტაგრამის ანგარიშზე გააზიარა კეიტ ჰადსონმა და დაწერა: “თავისი არსით ფილმი სიყვარულზეა. ოცნებებზე, რომელთაც მივდევთ, შანსებზე, რომლებსაც ვიყენებთ და ოჯახებზე, რომლებიც გვაერთიანებენ. ის არის მუსიკაზე, რომელიც გვაძლიერებს. ფილმი შობის დღეზე გამოდის! ერთი სული გვაქვს, გაგიზიაროთ.” 

ნახეთ Song Sung Blue-ს ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კოლუმბიელ-ამერიკელი არტისტი Kali Uchis 2025 წლის Billboard Latin Music Week-ს კითხვა-პასუხის ფორმატში შეუერთდება

შემდეგი სტატია

ფესტივალი „თბილისი რიტმი”  რიშარ გალიანოს კონცერტით დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი