მერაია კერი 2025 წელს ლას-ვეგასში სპეციალურ საშობაო შოუებს გამართავს

წელს ლას-ვეგასში ჯადოსნური ირმები ახმაურდებიან.
Mariah Carey Courtesy Photo
Mariah Carey Courtesy Photo

„შობის დედოფალმა“  მერაია კერიმ განაცხადა, რომ საშობაო შოუ  – Mariah Carey’s Christmastime in Vegas,  ლას-ვეგასში, MGM-ის არენაზე, Dolby Live-ის სცენაზე გაიმართება.

„მიხარია, რომ საშობაო შოუ Dolby Live-ის სცენაზე, Park MGM-ში, ლას-ვეგასში გაიმართება!“  – დაწერა 15 სექტემბერს ინსტაგრამზე გრემის ხუთგზის მფლობელმა არტისტმა მერაია ქერიმ.

საშობაო შოუების ათდღიანი სერია მადლიერების დღის მეორე დღეს,  28 ნოემბერს დაიწყება და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. ბილეთების გაყიდვა კი 20 სექტემბერს, დაიწყება. 

შოუები მომღერლის ლას-ვეგასის რეზიდენციას, The Celebration of Mimi Live-ს მოსდევს, რომლებიც 2024 და 2025 წლებში გაიმართა.

მსოფლიოში აღიარებულ მომღერალს, მერაია კერის დღესდღეობით Billboard Hot 100-ში 19 N1 ჰიტი აქვს, მათ შორის მისი საყოველთაოდ აღიარებული საშობაო სიმღერა All I Want for Christmas Is You. ეს სიმღერა 2017 წლიდან ყოველ შობას ჩარტების ზენიტშია.

MTV-მ ახლახან განსაკუთრებული პატივი მიაგო მერია კერის მრავალწლიან კარიერას და 7 სექტემბერს გამართულ MTV-ის მუსიკალური ვიდოების დაჯილდოებაზე  Video Vanguard Award გადასცა. ლეგენდარულმა მომღერალმა სცენაზე ყველაზე ცნობილი ჰიტების კრებული შეასრულა, რის შემდეგაც Moon Person-ის  ჯილდო პირველად მიიღო. სიტყვით გამოსვლისას მერაიამ ხუმრობითაც კი აღნიშნა:  “რატომ დაგაგვიანდათ ასე ძალიან?!“

ნახეთ მერაია კერის საშობაო შოუების ანონსი ლას-ვეგასში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი და საბრინა კარპენტერი ჰედლაინერებად – 2026 წლის Coachella-ს ლაინაფი ცნობილია

შემდეგი სტატია

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდს იხსნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი