ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდს იხსნებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რობერტ რედფორდი და ბარბრა სტრეიზანდი ფილმში The Way We Were, 1973 წელი
COLUMBIA PICTURES INTERNATIONAL/GETTY IMAGES

ბარბრა სტრეიზანდი მის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო საეკრანო პარტნიორს იხსენებს. ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ რედფორდი 16 სექტემბერს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლეგენდარული მსახიობის გარდაცვალების დადასტურებიდან მალევე მომღერალმა მისი და რედფორდის 1973 წლის შავ-თეთრი ფოტო გააზიარა: “The Way We Were-ის გადაღების ყოველი დღე შთამბეჭდავი და ნამდვილი სიხარულის მომტანი იყო,” – წერს სტრეიზანდი სიდნი პოლაკის ფილმზე, სადაც ის და რედფორდი შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ. 

„ჩვენ ისეთ განსხვავებულები ვიყავით: ის ცხენების სამყაროდან იყო, მე კი მათზე ალერგიული ვიყავი. თუმცა ვცდილობდით, ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ გაგვეგო, ისევე, როგორც ჩვენი გმირები ფილმში. ბობი ქარიზმატული იყო, ინტელექტუალი, ყოველთვის საინტერესო – და ასევე ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მსახიობი.”

„ბოლოს ის ლანჩზე ვნახე, სადაც ვისაუბრეთ ხელოვნებაზე და გადავწყვიტეთ, ერთმანეთისთვის ჩვენი პირველი ნახატები გაგვეგზავნა. ის უნიკალური იყო და ძალიან მადლიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა.”

მიუხედავად იმისა, რომ სტრეიზანდი და რედფორდი ტიტულოვანი მსახიობები იყვნენ, The Way We Were მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია. მსახიობები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟებს თამაშობენ, რომლებსაც, მიუხედავად განსხვავებებისა, ერთმანეთი იზიდავთ. ფილმმა სტრეიზანდ საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ოსკარი მოუტანა. 

„ძალიან სახალისო იყო ბობთან მუშაობა,” – წერდა სტრეიზანდი რედფორდზე 2023 წლის მემუარებში My Name Is Barbra. “მე და მას ნამდვილი ქიმია გვქონდა და მაყურებელი ამას გრძნობდა. რთულია, ახსნა, თუ რატომ მუშაობს მსახიობთა გარკვეული წყვილი, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ბობი ამის ახსნას ეცადა. ის ამბობდა: ‘ბარბრას ქალურობა კაცში მამაკაცურობას, ხოლო მისი მამაკაცური მხარე კაცის ქალურ თვისებებს ამჟღავნებს – მოწყვლადობას, რომანტიზმს, რაც გინდათ ის დაარქვით.’  არ არის გასაკვირი, რომ მომწონდა. ის ძალიან გამჭრიახია,” – წერს სტრეიზანდი.

მსახიობის გარდაცვალების  შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რედფორდი იუტაში, საკუთარ სახლში, ოჯახურ გარემოში გარდაიცვალა. 

რედფორდის სამსახიობო კარიერა არაერთ ცნობილ ფილმს მოიცავს, მათ შორისაა Butch Cassidy and the Sundance Kid და All the President’s Men. მსახიობს ხუთჯერ აქვს მიღებული ოქროს გლობუსი და არის ოსკარის მფლობელი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ფილმისთვის Ordinary People.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mariah Carey Courtesy Photo

მერაია კერი 2025 წელს ლას-ვეგასში სპეციალურ საშობაო შოუებს გამართავს

შემდეგი სტატია

ბიონსეს გამოუქვეყნებელი მუსიკის ქურდობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი