SKAZZ-ის ახალი ვიდეოკლიპი და სიმღერა TALGA

SKAZZ-ის ახალ ალბომში შესულ სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპი 19 სექტემბერს გამოვიდა.
SKAZZ - TALGA
SKAZZ – TALGA

ქართული პოსტ-პანკ ბენდის, SKAZZ-ის ახალი ალბომი  MAXE სექტემბრის დასაწყისში გამოვიდა, მასში რვა კომპოზიციაა გაერთიანებული. 19 სექტემბერს კი ამ ალბომში შესული სიმღერის, TALGA-ს  ვიდეოკლიპის პრემიერა შედგა. ბენდმა ვიდეო პროფესიონალური გუნდით დაკომპლექტებულ კრეატიულ სტუდია ADHD Production-თან თანამშრომლობით შექმნა.

SKAZZ-ის ვოკალისტი საბა ვაშაყმაძე: 

,,ტალღას” იდეა რეჟისორ მარიამ ჭაჭიასთან საუბრის დროს დაიბადა. ეს სიმღერაც მისი ფილმისთვის შეიქმნა. მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის.  ბენდის წევრებისთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ტრეკია და როცა გიორგი შაკაიამ შემოგვთავაზა ერთად მუშაობა, ძალიან გაგვიხარდა. ვიცოდით, რომ adhd production-ში თავისი საქმის პროფესიონალები არიან და პარალელურად, ჩვენთვისაც “ამ დონის”  პირველი ვიდეო კლიპი იქნებოდა, პირველად მოგვიწევდა ამ სახით გადასაღებ მოედანზე მუშაობა. ვიდეო ბათუმში, გემზე გადავიღეთ, რაც ჩვენი მეგობრის, დავით მელიქიშვილის დამსახურებაა. ადგილზე სხვა მეგობრებიც შემოგვიერთდნენ და მთელი სამუშაო დღე უზომოდ სასიამოვნო და საინტერესო გამოვიდა. მეორე დღეს კი გადაღებები თბილისში, white rabbit bar-ში გავაგრძელეთ, სადაც ორი პერსონაჟი  ჩაერთო ვიდეოში. ამით სიუჟეტის კონტექსტი და შინაარსი  შეიკრა. სიმღერა და ვიდეო ჩვენი მეგობრის, ანკა სტურუას ხსოვნას ეძღვნება. “

მოისმინეთ და ნახეთ SKAZZ-ის  სიმღერა და კლიპი TALGA:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ სტიუარტი ჯიმი კიმელის ეთერიდან მოხსნას ეხმიანება

შემდეგი სტატია

ლონდონის მოდის კვირეულზე, KEBURIA-ს ჩვენებაზე Mamaflex-ის მუსიკა გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი