ჯონ სტიუარტი ჯიმი კიმელის ეთერიდან მოხსნას ეხმიანება

The Daily Show-ს წამყვანმა, როგორც ყოველთვის, შეინარჩუნა ორაზროვანი სიტყვის ოსტატობა და სარკაზმი. მონოლოგში სტიუარტმა სარკასტულად უწოდა ტრამპს „დიდი ლიდერი“, „მზის ღმერთი“ და „მბრძანებელი“.
ჯონ სტიუარტი. 2014 წლის 7 ნოემბერი
VICTORIA WILL/INVISION/AP

ჯონ სტიუარტი და ღამის შოუების სხვა წამყვანები  – ჯიმი ფელონი და სტივენ კოლბერტი საგრძნობლად განიცდიან ზეწოლას მას შემდეგ, რაც ABC-მ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა Jimmy Kimmel Live, მას შემდეგ, რაც კიმელმა მონოლოგში კომენტარები გააკეთა ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ.

ამ ამბავს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე პოსტით გამოეხმაურა, ხოლო ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან ქარმა გამაფრთხილებელი გზავნილიც გაავრცელა. ქარის თქმით, უწყება გააუქმებდა იმ მაუწყებლების ლიცენზიებს, რომლებიც კიმელის სიტყვებს გაუშვებდნენ ეთერში. მან ეს „ახალი ამბების დამახინჯებად“ და „ყველაზე არაჯანსაღ ქცევად“ შეაფასა.

ამ მოვლენების ფონზე სტიუარტმა The Daily Show-ს ეთერისას თქვა: „დღეს გვაქვს კიდევ ერთი მხიარული, სასაცილო, ადმინისტრაციისთვის სასურველი შოუ,“ – დაიწყო მან, თან რესპუბლიკელების დამახასიათებელი წითელი ჰალსტუხი ეკეთა. The Daily Show-ს წამყვანმა, როგორც ყოველთვის, შეინარჩუნა ორაზროვანი სიტყვის ოსტატობა და სარკაზმი. მონოლოგში სტიუარტმა სარკასტულად უწოდა ტრამპს „დიდი ლიდერი“, „მზის ღმერთი“ და „მბრძანებელი“. 

მიუხედავად შესავლისა, გადაცემა კლასიკური Daily Show აღმოჩნდა. მაყურებელმა იხილა ვიდეოები, სადაც კონსერვატორი წამყვანები სიტყვით თავისუფლებას იცავდნენ, მაგრამ მაშინვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდნენ, როცა საუბარი მათთვის არასასიამოვნო აზრს ეხებოდა. ამას დაემატა Fox News-ის ინტერპრეტაცია 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ.

„ჩვენმა დიდმა ადმინისტრაციამ ძალიან მკაფიო წესები დაადგინა სიტყვის თავისუფლების შესახებ,“ – თქვა სტიუარტმა. „ახლა ზოგიერთი სკეპტიკოსი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ადმინისტრაციის რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე სინამდვილეში ცინიკურია – ძალაუფლების უპრეცედენტო კონცენტრაციის და დაშინების თანმდევი მოვლენა, პრინციპებისგან დაცლილი. ზოგი ამას იტყოდა. მე კი არა, მე ვფიქრობ, რომ ეს დიდებულია.“

პარალელურად, კოლბერტმა და ფელონმა საკუთარ ეთერში მხარდაჭერა გამოუცხადეს დათხოვნილ კოლეგას. „დღეს საღამოს ჩვენ ყველა ჯიმი კიმელი ვართ,“ – ასე დაიწყო The Late Show-ს მონოლოგი კოლბერტმა, რომლის გადაცემაც CBS-მა მომავალ მაისში უნდა დახუროს. „მე შენს და შენი გუნდის გვერდით ვარ,“ – აღნიშნა მან.

ფელონმაც პოლიტიკური შინაარსით დაიწყო შოუ და ჯიმი კიმელს დაუჭირა მხარი. „გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება – არავინ იცის. მაგრამ მე ვიცნობ ჯიმი კიმელს: ის არის ღირსეული, მხიარული და მოსიყვარულე ადამიანი. იმედი მაქვს, დაბრუნდება.“

ფელონმა თქვა, რომ The Tonight Show-ს მონოლოგს „როგორც ყოველთვის“ წაიკითხავდა, თუმცა როცა ხუმრობები პრეზიდენტ ტრამპს შეეხებოდა, იგი უხილავი გამომცხადებლის მიერ დაცენზურდებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაკ მილერის GO:OD AM-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა

შემდეგი სტატია

SKAZZ - TALGA

SKAZZ-ის ახალი ვიდეოკლიპი და სიმღერა TALGA

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი