დედა და შვილი, რომლებმაც 2Pac-ს ტრეკი – Brenda’s Got a Baby შთააგონეს, 34 წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს

ბესტსელერი წიგნების ავტორი ჯეფ პერლმანი ყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა მათი შეხვედრა.
2Pac
Brenda’s Got A Baby

2Pac-ის კლასიკური სიმღერა Brenda’s Got a Baby რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. რეპერმა ეს სიმღერა მაშინ დაწერა, როცა Juice-ის გადაღებებზე თავის პირველ მთავარ როლს ასრულებდა. სწორედ ამ პერიოდში გაიგო ამბავი 12 წლის გოგოზე, რომელმაც ახალშობილი ნაგვის მილში ჩააგდო მას შემდეგ, რაც 21 წლის ბიძაშვილმა გააუპატიურა.  ამ შემთხვევამ შთააგონა 2Pac-ს სიმღერის დაწერა, რომელიც ამერიკის გეტოში მოზარდთა ორსულობის თემას ეხება. მოგვიანებით ეს ტრეკი გახდა მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი. 

ახლახან ბესტსელერი წიგნების ავტორი ჯეფ პერლმანი სტუმრად იყო The Rich Eisen Show-ში, რათა წარედგინა თავისი ახალი წიგნი – Only God Can Judge Me: The Many Lives of Tupac Shakur („მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს: თუფაქ შაკურის მრავალი ცხოვრება“). გადაცემის დროს მას ჰკითხეს, იყო თუ არა ვინმე, ვინც არ ისურვა მასთან საუბარი, როცა წიგნისთვის მასალას ამზადებდა.

ავტორის თქმით, ასეთები იყვნენ DR. DRE  და სნუპ დოგი. “ისინი რთულად მისაწვდომები არიან, მაგრამ სხვებთან დაკავშირებით გამიმართლა – კლასელები, მუსიკალური კოლეგები, Death Row Records-ის თანამშრომლებიც კი ღიად საუბრობდნენ.“

ამის შემდეგ პერლმანმა აღნიშნა, რომ ძალიან ადრე მიაკვლია იმ კაცს, რომელმაც პირველად გაიგონა ბავშვის ტირილი ნაგვის მილთან. პერლმანმა ამ ადამიანს ინტერვიუც ჩამოართვა. თუმცა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრა ლეილა შტაინბერგთან – თუფაქის ყოფილ მენეჯერთან და მრჩეველთან. სწორედ მან უთხრა, რომ ყოველთვის უკვირდა, მართალი იყო თუ არა ის ამბავი გოგონასა და ბავშვის შესახებ და რა ბედი ეწია იმ ბავშვს. პერლმანისმა მიზნად  დაისახა, გაეგო სიმართლე. მან დაიწყო ბავშვის ძებნა. რამდენიმე დღეში მიაკვლია ლას-ვეგასის მცხოვრებს, დეივონ ჰოჯის. როცა ისინი შეხვდნენ, ჰოჯმა უამბო, რომ საკუთარი ნათესავები Ancestry.com-ის მეშვეობით იპოვა და შეხვედრა უკვე გამართა, მაგრამ დედა იქ არ ყოფილა.

პერლმანმა შემდეგ დედის ძებნა დაიწყო და მალევე იპოვა ნიუ-ჯერსიში მცხოვრები ქალი. სწორედ აქ იწყება ყველაზე უცნაური ნაწილი.

ქალმა, რომელსაც დაურეკეს, შოკი და აღტაცება გამოხატა და თქვა, რომ სურდა დაბრუნებულიყო ნიუ-იორკში, რათა შვილს შეხვედროდა. იმავე საღამოს, 34-წლიანი განშორების შემდეგ, დედა და შვილი ერთმანეთს შეხვდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი: ახალი მუსიკა Megan Thee Stallion-ისგან, ლეონ თომასისგან, Demi Lovato-სგან და სხვა არტისტებისგან.

შემდეგი სტატია

კეტი პერი: „საქართველო, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ!”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი