პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი: ახალი მუსიკა Megan Thee Stallion-ისგან, ლეონ თომასისგან, Demi Lovato-სგან და სხვა არტისტებისგან.

გაეცანით ამ კვირის ყველაზე ახალ რელიზებს.

Billboard-ის პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი მელომანებისთვის კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს უყრის თავს.

ამ კვირაში: Megan Thee Stallion მსმენელს სასიყვარული სიმღერით დაუბრუნდა, ლეონ თომასი და დენიელ ჩეზარი ნაზ, ცოცხალი ჟღერადობის R&B-ს სიმღერას წარმოგვიდგენენ, ხოლო ბრიუს სპრინგსტინი ახალი ჩანაწერით იმ ეპოქას, რომელიც მისი ახალი ბიოგრაფიული ფილმის შთაგონების წყაროა.

Megan Thee Stallion – LOVER GIRL

Megan Thee Stallion-ისთვის 2025 წელი მეტწილად მშვიდად დაიწყო, მაგრამ რეპვარსკვლავი ამ კვირაში სიყვარულით სავსე ჰიმნით, LOVER GIRL-ით ბრუნდება. სიმღერა 90-იანი წლების R&B ჯგუფ Total-ის ბალადის, Kissin’ You-ს სემპლზეა აგებული.  ვალენტინობის დღემდე თითქოს ადრეა, მითუმეტეს, რომ სინგლის გარეკანზე მომღერალს კუპიდონის მშვილდ-ისარი უჭირავს, თუმცა, თუ ამ სეზონისთვის სასიყვარული სიმღერას ეძებ, ეს სწორედ ისაა.

ლეონ თომასი – Pholks

ლეონ თომასისთვის 2025 წელი ტრიუმფალური იყო, მისი Tiny Desk-ის სეტზე შესრულება ვირუსულად გავრცელდა. მან მოიგო  BET Awards-ის ჯილდო და თავისი დიდი ჰიტით Mutt, მოხვდა Billboard Hot 100-ის ტოპ 20-ში.  წელს კი შვიდი სიმღერისგან შემდგარ EP-ის, სახელწოდებით Pholks ასრულებს, სადაც სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში ავლენს ნიჭს: ფანკი (5MoreMinutes), როკი (Trapped) და ჯაზ გარაჟ-როკი (Baccarat). სხვადასხვა ჟანრში მუსიკოსი თავს ბუნებრივად გრძნობს  და ნათლად ჩანს, რომ ლეონ თომასი R&B-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური შემსრულებელია.

დენიელ ჩეზარი – Son of Spergy

ლეონ თომასისთვის და დენიელ ჩეზარისთვის ეს კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩეზარმა ახალი ალბომი, სახელწოდებით Son of Spergy გამოსცა. (Spergy მამის მეტსახელია). ეს პროექტი 2023 წლის Never Enough-ის შემდეგ პირველ რელიზს წარმოადგენს. ალბომი ნაზ და სოულის ჟანრის ბალადას Have a Baby (With Me), გრანჟ სიმღერას Call on Me და  მყუდრო აკუსტიკურ სიმღერას Who Knows აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ორ ტრეკში ალტ-ფოლკის ვარსკვლავი Bon Iver ჩნდება, ესენია: Moon და Sins of the Father.

Demi Lovato –  It’s Not That Deep

Demi Lovato სამი წლის შემდეგ, მისი ენერგიული როკ-ალბომის, Holy Fvck-ის გამოსვლის შემდეგ ახალი მიმდინარეობით, ალბომ  It’s Not That Deep-ით ბრუნდება. არტისტი პირველივე წუთებიდან მიანიშნვებს რომ ის კვლავ იცვლის სტილს. რიტმი და ტექსტი სიმღერაში Fast მიანიშნებს, რომ არტისტი  turbo-pop ჟანრში ინაცვლებს, სადაც აშკარად კარგად გრძნობს თავს.  თუმცა ეს არაა 2010-იანი წლების პოპის რეტრო. სიმღერაში  Here All Night – Flashdance-ის სტილის სინთ-როკი ჟღერს, Frequency და Kiss კი Kesha-ს კლუბურ ენერგიას მოგვაგონებს. სიმღერა  Sorry to Myself კი  ემოციური საცეკვაო სტილის ბალადაა.

მეგან მორონი –  Beautiful Things

ეს არი არის ათწლეულის ერთ-ერთი უდიდესი პოპ-როკ ჰიტის, ბენსონ ბუნის Beautiful Things-ის ქავერი, მეგან მორონი ამავე სახელწოდების აკუსტიკურ ბალადას აქვეყნებს, რომელიც მან ახალშობილ დისშვილს მიუძღვნა.  შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს სიმღერა მომავალი კლასიკაა ამომავალი ვარსკვლავისთვის.

ბრიუს სპრინგსტინი –  Nebraska ’82

თუ ჯერემი ალენ უაითის მონაწილეობით ბრიუს სპრინგსტინის ახალი ბიოგრაფიული ფილმის, Deliver Me From Nowhere-ის გამოსვლას მოუთმენლად ელით,  მანამდე ალბათ უკვე მოუსმინეთ Nebraska ’82-ს. ბრიუს სპრინგსტინის დელუქს რელიზს, რომელიც არა მხოლოდ ახალ ცოცხალ ჩანაწერებს, არამედ ადრეულ, დაუმუშავებელ ვერსიებსაც მოიცავს  – Born in the U.S.A.-ს და ასევე სრულ Electric Nebraska-ს დისკს. აღნიშნულ რელიზში ადრინდელი პერიოდის ელქტრონული ვერსიებიაცაა შესული. მათ შორის: Atlantic City, Johnny 99 და ენერგიული ტრეკი U.S.A.

საერთო ჯამში,  ეს ალბომი ბევრად უკეთესად წარმოაჩენს 80-იანი წლების დასაწყისზე დაფუძნებულ ბიოგრაგიულ ფილმ Nowhere-ს, ვიდრე თავად ფილმის ტრეილერები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძის ახალი ვიდეოკლიპი – Amen

შემდეგი სტატია

დედა და შვილი, რომლებმაც 2Pac-ს ტრეკი – Brenda’s Got a Baby შთააგონეს, 34 წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი