1990 წლის შემდეგ პირველად Hot 100-ის პირველ 40 პოზიციაზე რეპსიმღერა აღარ არის

კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ჰიტი – Luther ბოლო რეპი იყო Hot 100-ის პირველ ათეულში.
კენდრიკ ლამარი და SZA 2025 წლის BET Awards-ზე
Christopher Polk

კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ჰიტი – Luther, რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს იკავებდა, 13 კვირის შემდეგ, 25 ოქტომბერს, ჩარტიდან გავიდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ კვირაში Hot 100-ის პირველ 40 ტრეკში ოფიციალურად არცერთი რეპსიმღერა აღარ ყოფილა.

ყველაზე დაწინაურებულ პოზიციაზე განთავსებული რეპი ამჯერად იყო YoungBoy Never Broke Again-ის Shot Callin, რომელმაც 44-ე ადგილი დაიკავა. Cardi B-ს Safe (Kehlani-ს მონაწილეობით) და BigXthaPlug-ის Hell at Night (Ella Langley-ს მონაწილეობით) 48-ე და 49-ე პოზიციებზე მოხვდნენ.

ბოლო შემთხვევა, როცა Hot 100-ის პირველ 40-ში რეპი საერთოდ არ იყო, 1990 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა. მაშინ ყველაზე მაღალ პოზიციაზე მყოფი რეპსიმღერა იყო Biz Markie-ს Just a Friend, რომელიც 41-ე ადგილს იკავებდა. 

ჩარტიდან რეპსიმღერების ამჟამინდელი დომინაციის დაკარგვაში დიდი როლი შეასრულა Billboard Hot 100-ის მეთოდოლოგიის ბოლო ცვლილებებმა. სიმღერები, რომლებიც ჩარტში დიდი ხნის განმავლობაში არიან, მაგრამ თანდათან პოზიციებს კარგავენ, სრულად ტოვებენ ჩარტს. სწორედ ასეთი ცვლილების შედეგად გავიდა Billboard Hot 100-დან Luther, რომელიც გასულ კვირას 38-ე ადგილზე იყო. Luther ასევე ბოლო რეპი იყო Hot 100-ის პირველ ათეულში. 

დამატებითი ფაქტორი იყო ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl. ახალი ალბომის 12-ივე სიმღერა ბოლო სამი კვირაა, ჩარტის პირველ 40 პოზიციაზეა გადანაწილებული, რაც კიდევ უფრო ამცირებს სივრცეს რეპ ჰიტებისთვის.

Hot 100-ის პირველ 40-ში რეპის არარსებობა ამ ჟანრის კომერციული დომინაციის დროებითი დაქვეითების ნიშანია. ჰიპ-ჰოპის ბაზრის წილი 2020 წელს 30%-ს უახლოვდებოდა, 2023 წელს 25%-ზე ოდნავ მეტი იყო, ხოლო 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით – 24%. ხუთი წლის წინ, 2020 წელს, პირველ 40 პოზიციაზე 16 რეპსიმღერა იყო წარმოდგენილი, ორი წლის წინ კი მხოლოდ – 8.

Drake ბოლო 15 წლის ყველაზე სტაბილური ჩარტების ვარსკვლავია. მას ჯერ არ გამოუშვია ალბომი Iceman, თუმცა რეგულარულად უშვებს სინგლებს ივლისის შემდეგ. Cardi B-იმ და BigXthaPlug-მა ასევე გამოსცეს ახალი ალბომები. Hot 100-ის ეს უიშვიათესი მომენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რეპი კომერციულად უფრო სტაბილური პერიოდიდან ახალ ეტაპზე გადადის და ამავე დროს, კლასიკური და ახალი შემსრულებლების კონკურენცია ისევ უმთავრესი ფაქტორია ჩარტში თავის დამკვიდრების პროცესში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშის თქმით, Birds of a Feather-ის გამოშვება ლამის გადაიფიქრა, რადგან „სულელურ“ სიმღერად მიაჩნდა

შემდეგი სტატია

„გაიღეთ თქვენი ფული!” – ბილი აილიში WSJ Magazine-ის ცერემონიაზე დამსწრე მილიარდერებს მიმართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი