შინეიდ ო’კონორის მანიფესტი, როგორც მსხვრევის ხმა სიბნელეში

შინეიდ ო’კონორს დილანის პროგრამით გათვალისწინებული სიმღერა “I Believe in You” უნდა შეესრულებინა. ფსევდო პურიტანულმა პუბლიკამ მას NBC-ის ეთერში დადგმული პერფორმანსი გაუხსენა და პირველივე აკორდი გამაყრუებელ გრგვინვაში ჩაახშო.

ავტორი: თუთა ჯგუშია

“ვიდრე ადამიანის ძირითადი უფლებები არ იქნება დაცული თანაბრად, მიუხედავად რასობრივი კუთვნილებისა, იქნება ომი…

ვამბობ, ეს ომია!” – დაახლოებით ასე ჟღერს ციტატა ბობ მარლის სიმღერიდან war, უფრო ზუსტად კი ეთიოპიის იმპერატორის, ჰაილე სელასიეს გამოსვლიდან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1963 წელს და ასე გრძელდება „იქამდე განგრძობად მშვიდობაზე, მსოფლიოს მოქალაქეობასა და საერთაშორისო მორალურ წესრიგზე ოცნება დარჩება ილუზიად, მიზნად და არა მიღწევად.“

სელასიეს მოწოდება იამაიკელმა რეგეის მეფემ მშვიდობის, თანასწორობისა და სამართლიანობის ჰიმნად აქცია. 

ეს იყო შინეიდ ო’კონორის ზეპირი მანიფესტიც, როგორც მსხვრევის ხმა სიბნელეში, – 1992 წლის 16 ოქტომბერს მედისონ სკვერ გარდენში, ბობ დილანისადმი მიძღვნილ კონცერტზე, მან სცენიდან 18 000 ადამიანს სილა  გააწნა და გაიქცა.

კონცერტამდე ორი კვირით ადრე მომღერალმა Saturday Night Live-ის პირდაპირ ეთერში გააპროტესტა კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევები და დემონსტრაციულად დახია რომის პაპის, იოანე პავლე II-ის ფოტო. “ებრძოლეთ რეალურ მტერს!“ – ამ მოწოდებით დაასრულა ინტერვიუ მუსიკოსმა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობისთვის პასუხისმგებლობას კათოლიკურ ეკლესიას აკისრებდა.
ო’კონორის გამოსვლიდან 9 წლის შემდეგ იოანე პავლე II-მ საჯაროდ დაადასტურა პედოფილიის შემთხვევები კათოლიკურ ეკლესიაში. 


Saturday Night Live-ის ეთერიდან ორი კვირის შემდეგ ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე შინეიდ ო’კონორს დილანის პროგრამით გათვალისწინებული სიმღერა “I Believe in You”  უნდა შეესრულებინა. ქანთრის ლეგენდარულმა კომპოზიტორმა კრის კრისტოფერსონმა გამოაცხადა: „სიამაყით წარმოგიდგენთ შემდეგ არტისტს, რომლის სახელიც სიმამაცის და ღირსების სინონიმად იქცა. ქალბატონებო და ბატონებო, შინეიდ ო’კონორი!“
ფსევდო პურიტანულმა პუბლიკამ შინეიდს  NBC-ის ეთერში დადგმული პერფორმანსი გაუხსენა და პირველივე აკორდი გამაყრუებელ გრგვინვაში ჩაახშო. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ო’კონორმა სიმღერის დაწყება ვერ მოახერხა, ბენდს ხელით ანიშნა, რომ დაკვრა შეეწყვიტათ და განზე გადგა. კრისტოფერსონს შოუს ორგანიზატორები მომღერლის სცენიდან გაყვანას სთხოვდნენ. 

ის მართლაც მიდის შინეიდთან, თუმცა მხარზე ხელს ხვევს და ყურში ეუბნება: „ამ ნაძირლებს თავი არ დააჩაგვრინო!“ (Don’t let the bastards get you down)

სიმღერის დაწყების მორიგი მცდელობაც ჩავარდა. ო’კონორი დანებდა, თუმცა მალევე მთელი ძალა მოიკრიბა და ბობ მარლის ლამის პოეტურ ფიქციად ქცეული „war“-ის რეჩიტატივი ტყვიების ჯერივით გადაატარა რამდენიმეათასიან აუდიტორიას.
„სანამ ადამიანის კანის ფერს
ექნება იმაზე მეტი მნიშვნელობა,
ვიდრე თვალის ფერს,
იქნება ომი!
სანამ არ მოიშლება ადამიანთა დაყოფა კლასებად,
სანამ მონური რეჟიმი არ დაემხობა,
იქნება ომი.
ყველგან ომია!“

შინეიდ ო’კონორი მაშინ კრისტოფერსონის გარდა არავის გაუმხნევებია, პირიქით, კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მისი გალაშქრება საჯაროდ დაგმეს ფრენკ სინატრამ, მიკ ჯაგერმა, მადონამ. ო’კონორს სამუდამოდ აეკრძალა NBC-ის ეთერში გამოჩენა, ღამის შოუების კომიკოსები კი ხშირად ამცირებდნენ და მიზოგინურ გამონათქვამებს არ იშურებდნენ მის მიმართ. ერთ-ერთი საპროტესტო დემონსტრაციის დროს შინეიდ ო’კონორის ფირფიტებს, CD და აუდიო კასეტებს ბულდოზერით გადაუარეს.

ბედის ირონიაა, რომ ისედაც თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი მუსიკოსი უსამართლობის, ძალადობის და ფარისევლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისთვის სამაგალითოდ დასაჯეს სცენაზე, სადაც სტივი უანდერის, ჯონი ქეშის, ერიკ კლეპტონის შემდეგ თავად ბობ დილანიც გამოვიდა. მუსიკოსი და ქუჩის პოეტი, რომელიც მწვავე საპროტესტო ტექსტებით ამხელდა ძალადობას, ფსევდოპატრიოტულ სულისკვეთებას, რასობრივ სეგრეგაციას თუ სოციალურ უთანასწორობას.

ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ The Irish Times-მა შინეიდ ო’კონორის ლირიკული ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც მუსიკოსი წერს, რომ უნდა შეძლოს გადარჩენა, ტკივილების სიხარულით გადაფარვა, საკუთარი თავის შეყვარება.
და მერე მართლა იმღერებს, რადგან სიმღერა არის ის, რაც ამქვეყნად ყველაფერზე მეტად უნდა. 


კრის კრისტოფერსონის ხელი კი ბოლომდე დარჩა შინეიდის მხარზე, როგორც შეხება წყვდიადში, ხმა უდაბნოში. მუსიკოსისადმი მიძღვნილ ოდაში, “ჩემს დას, შინეიდს”, კრისტოფერსონი წერს:
“ის არ ცნობს ჯაჭვებს და ბორკილებს.
მეტისმეტად დიდია, რომ გატეხო.
მეტისმეტად ახალგაზრდა – რომ დაიმორჩილო.”

ვიდეოს ლინკი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გაიღეთ თქვენი ფული!” – ბილი აილიში WSJ Magazine-ის ცერემონიაზე დამსწრე მილიარდერებს მიმართავს

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

ჰელოუინის ლეგენდარული ჰიტები – რომელია თქვენი ფავორიტი?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი