ჰელოუინის ლეგენდარული ჰიტები – რომელია თქვენი ფავორიტი?

Thriller-იდან Monster Mash-მდე
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

წლების განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტში უამრავი საშინელებათა ჟანრის მისტიკური სიმღერა მიიწევდა ჩარტების სათავეებისკენ.

ასეთი ტრეკები განსაკუთრებით  ჰელოუინის სეზონზე აქტიურდებიან, მაგალითად – მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული ჰიტი Thriller და ბობი “ბორის” პიკეტის და The Crypt-Kickers-ის Monster Mash.

თუმცა, თანამედროვე ვარსკვლავების  – რიანას, ოლივია როდრიგოს, ჯასტინ ბიბერის და სხვა არტისტების ჰიტებმაც დაამტკიცეს, რომ „საშინელებათა“ ჟანრის მელოდიები მხოლოდ ჰელოუინისთვის არ არის განკუთვნილი.  მონსტრებზე, ვამპირებსა და მოჩვენებებზე დაწერილი სიმღერები წელიწადის ნებისმიერ დროს  აქტუალურია.

ჰელოუინის ჰიტების მუდმივად მზარდი სიის პატივისცემის ნიშნად, Billboard-მა ცოტა ხნის წინ 25 მეგა „საშინელებათა ჟანრის“ სიმღერის რეიტინგი შეადგინა. Hot 100-ის ყოველკვირეული ჩარტების მიხედვით, რეიტინგი მოიცავს სიმღერებს თემატური სიტყვებით, როგორებიცაა: spooky (საშიში), devil (ეშმაკი), monster (მონსტრი) და witch (ჯადოქარი). შეფასება ინვერსიული ქულების სისტემის მეშვეობით მოხდა. სიმღერებს, რომლებიც ჩარტების სათავეში უფრო დიდხანს იმყოფებოდნენ, ყველაზე მაღალი შეფასება და ქულა მიენიჭათ.

სიაში გვხვდება პოპის მეფე Eagles, Blue Öyster Cult, ჯენეტ ჯექსონი, შერი და სხვა მუსიკალური ლეგენდები.

Billboard Hot 100 – ჰელოუინის სიმღერათა სია:

ბობი „ბორის“ პიკეტი და კრიპტ-კიკერები – Monster Mash

რეი პარკერ ჯუნიორი – Ghostbusters

ედგარ უინტერის ჯგუფი – Frankenstein

ემინემი და რიანა – The Monster

ბობი ბრაუნი – On Our Own (From ‘Ghostbusters II’)

როკველი – Somebody’s Watching Me

შერი – Dark Lady

ჯენეტ ჯექსონი – Black Cat

მიჩ რაიდერი და დეტროიტ ვილსი – Devil With a Blue Dress On/Good Golly Miss Molly

INXS – Devil Inside

Imagine Dragons – Demons

Classics IV – Spooky

კლიფ რიჩარდი – Devil Woman

Creedence Clearwater Revival – Bad Moon Rising

Santana – Black Magic Woman

Kodak Black – Super Gremlin

The Charlie Daniels Band – The Devil Went Down to Georgia

ჯასტინ ბიბერი – Ghost

Bobby Vee – Devil or Angel

ოლივია როდრიგო – Vampire

ელვის პრესლი და ჯორდანეირსი – (You’re the) Devil in Disguise

მაიკლ ჯექსონი – Thriller

გოლდენ ეარინგი – Twilight Zone

Blue Öyster Cult – (Don’t Fear) The Reaper

Eagles – Witchy Woman

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შინეიდ ო’კონორის მანიფესტი, როგორც მსხვრევის ხმა სიბნელეში

შემდეგი სტატია

Florence + The Machine ჰელოუინზე ლედი გაგას Abracadabra-ს ქავერს ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი