ოზი ოსბორნის შვილიშვილმა ჰელოუინზე ღამურის კბენის მომენტი გააცოცხლა

„ყველაზე დიდებულისგან ისწავლა, მამა!” – წერს კელი ოსბორნი ვიდეოზე.
ოზი ოსბორნი 1989 წელს
Koh Hasebe/Shinko Music/Getty Images

ოზი ოსბორნის მემკვიდრეობამ გამოხმაურება ამ წლის ჰელოუინზეც ჰპოვა მუსიკოსის შვილიშვილის ვირუსული ვიდეოს წყალობით, სადაც როკისტორიის ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენას აცოცხლებს.

„ტიკტოკზე” ოსბორნის ქალიშვილი კელი თავისი ორი წლის ვაჟის, სიდნის ვიდეოს აზიარებს, რომელსაც ჩონჩხის კოსტიუმი და კოვბოის წითელი ჩექმები აცვია და კბილებით სათამაშო ღამურას აძრობს თავს. „ყველაზე დიდებულისგან ისწავლა, მამა!” – წერს კელი ვიდეოზე, რომელსაც ფონად ოზის 1980 წლის ჰიტი Crazy Train გასდევს.

@kellyosbourneyo

Learned from the greatest, Papa!

♬ som original – MusicTok

ეს ცნობილი სცენა ოზის 1982 წლის აიოვას კონცერტზე მოხდა, სადაც მუსიკოსმა ნამდვილ ღამურას თავი მოაკბიჩა. ინციდენტი მისი კარიერის განმსაზღვრელ მომენტად იქცა, რომელიც ოსბორნის სახელს შემდგომი დეკადების განმავლობაში თან სდევდა. 

საკულტო მუსიკოსმა, რომელიც ამ წლის ივლისში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინციდენტიდან წლების შემდეგ ამ მომენტზე ისაუბრა. „ცხოვრებაში ძალიან ბევრს მივაღწიე, მაგრამ ერთადერთი, რაც დღემდე ხალხს აინტერესებს, არის: ‘ოზი, გვითხარი, როგორი გემო აქვს ღამურას,’” – უთხრა მან People-ს 2022 წელს. „მაგრამ იცით რას გეტყვით? როცა ცოფის აცრას მიკეთებდნენ, საერთოდ არ მეცინებოდა.”

გარდაცვალებამდე ოსბორნს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სიდნისთან. წლის დასაწყისში კელიმ ვიდეოც გააზიარა იმის შესახებ, რომ მისი ვაჟის დღის საყვარელი ნაწილი “მულტფილმების დრო” იყო საწოლში, ოზისთან და შერონთან ერთად. „სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უნდა გამოვტაცო,” – ამბობდა მაშინ კელი. 

გასულ თვეს შერონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ჯერ კიდევ უჭირს სიტყვების პოვნა ოზის გარდაცვალების შემდეგ. 

„ჯერ კიდევ მიჭირს, ვიპოვო სიტყვები, რომ გამოვხატო, თუ რამდენად მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. თქვენმა კომენტარებმა, პოსტებმა და ოზის პატივისცემამ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მომცა, ვიდრე ეს თქვენ იცით. არცერთი არ დამრჩენია შეუმჩნევლად. რეალურად, სწორედ მათ გადამატანინეს ბევრი ღამე,” – წერდა მუსიკოსის მეუღლე.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, რიანასთვის მოსიყვარულე ქმრობაა ის, რაც მას აბედნიერებს

შემდეგი სტატია

ვიქტორია ჯასტისი - Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES

 2025 წლის ვარსკვლავების ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი