2025 წლის ვარსკვლავების ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები

Megan Thee Stallion-ის, ქლოე ბეილის, ქეინ ბრაუნის, ვიქტორია ჯასტისის და სხვა ვარსკვლავების 2025 წლის ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმების მიმოხილვა.
ვიქტორია ჯასტისი - Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES
ვიქტორია ჯასტისი – Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES

გასულ კვირას ჰელოუინის დღესასწაული ვიქტორია ჯასტისმა გახსნა, რომელმაც ლოს-ანჯელესში Love Zombie ჰელოუინის წვეულება  და სინგლის პრეზენტაცია გამართა. არტისტმა ახალ სიმღერას კოსტიუმიც შეუხამა და თავად წარდგა ზომბის როლში. 

ნიუ-იორკში კი ბეტ მიდლერის საქველმოქმედო ორგანიზაციის New York Restoration Project-ის ყოველწლიური გალა Hulaween საღამო გაიმართა, სადაც ბეტ მიდლერი წითელ ხალიჩაზე თავისი ცნობილი იმიჯით Divine Miss M-ით წარდგა, გვერდს კი ენდი კოენი ენდი უორჰოლის ამპლუაში უმშვენებდა.

ბეტ მიდლერის წვეულებას სხვა ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ:
ბენ პლატი და მისი მეუღლე ნოა გალვინი ჰიუ ჰეფნერდისა და Playboy-ის მოდელის როლში, დარენ კრისი და მისი მეუღლე მია კრისი ნიუ-იორკელი ჯამბაზების როლებში, ხოლო მაიკლ კორსი და მისი მეუღლე ლენს ლეპერი ტაქსის მძღოლების როლებში.

თუმცა ზოგიერთ ვარსკვლავს  წვეულება სულაც არ დასჭირდა ჰელოუინის კოსტიუმის მოსარგებად:
პერის ჰილტონმა ინსტაგრამზე ფოტოები ატვირთა, სადაც მას ბრიტნი სპირსის ცნობილი Oops… I Did It Again!-ის საკულტო წითელი კომბინიზონი აცვია. 

 Oops, I did it again… ვიწყებ ჰელოუინის კვირეულს ჩემი დედოფლის, ბრიტნი სპირსის საპატივცემულოდ.” – დაწერა პერის ჰილტონმა პოსტის აღწერაში. მოგვიანებით კი მან People-თან თავისი ოჯახის Toy Story-ს თემატიკით შთაგონებული კოსტიუმები გააზიარა, სადაც თავად Bo Peep-ის როლში წარდგა.

ჯანელ მონე ჰელოუინის დიდი მოყვარულია, წელს კი ის 1988 წლის ტიმ ბარტონის საშინელებათა ფილმის მთავარ პერსონაჟად Beetlejuice-ად გადაიქცა.   

ეს კი  მხოლოდ დასაწყისია: 

Megan Thee Stallion  ჰელოუინის დაწყევამდე ახალი სინგლის Love Girl-ის კამპანიისთვის კუპიდონის როლში წარდგა.
კეინ ბრაუნი მამა სმურფის როლში, ხოლო  მისი მეუღლე, კეტლინი Austin Powers-ის ამპლუაში, კიკი პალმერმა ჯესიკა ალბას 2003 წლის ფილმის, Honey-ს პერსონაჟის როლი მოირგო, Foxy Cleopatra ფილმიდან Austin Powers in Goldmember (2002).

Megan Thee Stallion  –  კუპიდონის როლში

მეგან თი სტალიონმა ჰელოუინი ახალი სინგლის, Love Girl-ის კამპანიით წამოიწყო. არტისტმა კუპიდონს ახალი, თანამედროვე ელფერი შესძინა, ცისარტყელას ფრთებით და ვარდისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. 

„გილოცავთ ჰელოუნის კვირეულს, ჩემო საყვარელო გოგოებო” – დაწერა მან ინსტაგრამზე. 

Megan Thee Stallion-ის კუპიდონის კოსტიუმი იხილეთ ამ ბმულზე. 

Megan Thee Stallion  –  კუპიდონის როლში

პერის ჰილტონი  – ბრიტნი სპირსის, ბო პიპის, მადონას და თინქერ ბელის როლში

პერის ჰილტონი სრულად ჩაეფლო ჰელოუინის განწყობაში. პირველ კოსტიუმად მან პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის წითელი ლატექსის კომბინეზონი აარჩია, რომელიც ბრიტნის 2000 წლის ვიდეოდან Oops… I Did It Again! არის ცნობილი.

იხილეთ პერის ჰილტონის ჰელოუნის კოსტიუმი აქ.  

შემდეგ  კი პერის ჰილტონმა ოჯახთან ერთად Toy Story-ს თემატური კოსტიუმი მოირგო, სადაც იგი ბო პიპი იყო, მისი მეუღლე კარტერ რეუმი ვუდი, შვილები კი  ჯესი და ბაზ ლაითიარი.

Toy Story-ს კოსტიუმების ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. 

ამის შემდეგ, ჰილტონმა კიდევ ერთი პოპ ლეგენდა Madonna  განასახიერა.

კიდევ ერთი ოჯახური კოსტიუმირებული გარდასახვა ჰილტონების ოჯახმა დისნეის ფილმის საპატივცემულოდ შექმნეს, სადაც პიტერ პენის პერსონაჟები განასახიერეს, პერის ჰილტონი ამჯერად თინქერ ბელის ამპლუით წარდგა. 

ჟანელ მონე Beetlejuice-ის და Cat in the Hat-ის როლში 

ჟანელ მონე ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ჰელოუინისთვის, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი, პირველი კოსტიუმით მან მაიკლ კიტონის ლეგენდატული პერსონაჟი Beetlejuice განასახიერა. ერთი კვირის შემდეგ კი ჟანელ მონე ამჯერად The Jennifer Hudson Show-ში დოქტორ სიუსის ცნობილი პერსონაჟის,  Cat in the Hat-ის კოსტიუმით წარდგა. 

ქლოე ბეილი როგორც Foxy Cleopatra

„მე ვარ Foxy Cleopatra  და ძალიან  მიმზიდველი ქალი!!!“  –  ასე დააწერა ქლოე ბეილიმ ფოტოსესიას, სადაც ის ბიონსეს პერსონაჟს ასახიერებს 2002 წლის ფილმიდან Austin Powers in Goldmember.

ვიქტორია ჯასტისი Love Zombie-ს როლში

ვიქტორია ჯასტისმა თავისი ახალი სინგლის, Love Zombie-ს პრეზენტაცია ლოს-ანჯელესში ჰელოუინის წვეულებად აქცია.
„ჰელოუინის წვეულება მოვაწყვე და #LoveZombie-ის სიცოცხლე შევძინე,“ –  დაწერა მან ინსტაგრამზე და ფოტოები და ვიდეობი გააზიარა.  

ვიქტორია ჯასტისი - Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES
ვიქტორია ჯასტისი – Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES

ქეინ ბრაუნი, როგორც მამა სმურფი და ქეთლინ ბრაუნი, როგორც Austin Powers.

ქეთლინ ბრაუნი ჰელოუინზე Austin Powers-ის კოსტიუმში გამოეწყო, მისი მეუღლე ქანთრის ვარსკვლავი ქეინ ბრაუნი კი სხვა მიმართულებით წავიდა და მამა სმურფის როლი მოირგო.  

მედისონ ბირი და ჯასტინ ჰერბერტი  – მეზღვაურები

მომღერალმა მედისონ ბირმა და მისმა მეგობარმა, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ჯასტინ ჰერბერტმა, მეზღვაური წყვილის კოსტიუმები მოირგეს. ისინი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ქენი ჩესნის სიმღერას Out Last Night მღერიან.

ბენ პლატი და ნოა გალვინი – ჰიუ ჰეფნერის და პლეიბოის კურდღლის როლში

ვარსკვლავური წყვილი ბენ პლატი და ნოა გალვინი ბეთ მიდლერის ჰელოუინის გალაზე ჰეფნერისა და მისი „ბანის ბაჭიას” კოსტიუმებით გამოცხადდნენ. ბენი პლატმა სცენაზე სიმღერა On Broadway შეასრულა.

ენ პლატი და ნოა გალვინი – ჰიუ ჰეფნერის და პლეიბოის კურდღლის როლში

კეკე პალმერი  –  Honey & Snoop Dogg-ის როლში

კეკე პალმერმა 2003 წლის ფილმის Honey-ს პერსონაჟი განასახიერა, მოგვიანებით კი შვილთან ერთად ვიდეო გადაიღო, სადაც Snoop Doggისა და ბოუ ვაუს ლუქს იმეორებს. 

კიმ კარდაშიანი და ნორთ უესტი – ჯეი გუაპოსა და Pink Cardigan-ის – როლში

ნორთ უესტი დედასთან, კიმ კარდაშიანთან ერთად TikTok-ის ინფლუენსერ ჯეი გუაპოს ინსპირაციით წარდგა. კიმი ჯეი გუაპოს როლში, ნორთი მისი ძმის Jay-ს ( Pink Cardigan-ის) როლში, ხოლო ბებია – კრის ჯენერი და მათი დედის Chrissy G-ს კოსტიუმში გამოეწყო.

დემი ლოვატო  – Poot Lovato-ს როლში

დემი ლოვატომ ჰელოუინზე განსაკუთრებული როლი მოირგო, თავისი ცნობილი მემის გამოჩენიდან 10 წლის შემდეგ მან ხელახლა შექმნა ვირუსული ფოტო, სადაც ყველა დეტალს ყურადღება მიაქცია.  

LISA  – როგორც Golden Siren

BLACKPINK-ის წევრმა Lisa-მ Love, Death + Robots-ის პერსონაჟი Golden Siren გააცოცხლა

მარაია ქერი  –  Harajuku-ს გოგონა ამპლუით

პოპვარსკვლავმა იაპონიაში ლოლიტას სტილის სამოსი მოირგო და  ცისფერი კაბით, ვარდისფერი თმითა და ბაფთებით წარდგა.

Lady Gaga  –  ედემის ბაღი

Lady Gaga-მ საკუთარი ხედვა ედემის ბაღით წარადგინა:
„მე ვარ ედემის ბაღი (და მისი მებაღე). ბედნიერი ჰელოუინი ყველას, ვინც სამარეს თხრის.“ – დაწერა ინსტაგრამზე მომღერალმა.

კიმ პეტრასი – Babydoll (Sucker Punch)

მომღერალმა კიმ პეტრასმა 2011 წლის ფილმის Sucker Punch-ის პერსონაჟის, Babydoll-ის იმიჯი  წარმოადგინა აღწერით:
„თუ არ ცეკვავ, არ გაქვს მიზანი.“

კიმ პეტრასი – Babydoll (Sucker Punch)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოსბორნის შვილიშვილმა ჰელოუინზე ღამურის კბენის მომენტი გააცოცხლა

შემდეგი სტატია

Florence and the Machine 2023 წლის 2 სექტემბერი, ესპანეთი ბიანკა დე ვილარი/WIREIMAGE

კვირის მუსიკალური გზამკვლევი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი