ახალ ინტერვიუში SZA-მ კენდრიკ ლამარისა და დრეიკის დაპირისპირებაზე ისაუბრა

„ეს იყო საქმე ორ ზრდასრულ კაცს შორის და რატომ ჩავერეოდი ამ დაპირისპირებაში?“ – თქვა არტისტმა.
SZA გრემის დაჯილდოების 67-ე ცერემონიაზე. 2025 წლის 2 თებერვალი. ლოს ანჯელესი.

GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 6 ნოემბერს გამოქვეყნდა, SZA-მ თქვა, რომ დრეიკის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირებაში ჩარევას არ აპირებს.

SZA-მ, რომელმაც ახლახან გამართა ერთობლივი ტური ლამართან, წარსულში დრეიკს ხვდებოდა და შემდეგ წლების განმავლობაში მასთან მეგობრობდა. SZA განმარტავს, რატომ გადაწყვიტა, არც ერთი მათგანისთვის არ დაეჭირა მხარი: „ეს იყო საქმე ორ ზრდასრულ კაცს შორის და რატომ ჩავერეოდი ამ დაპირისპირებაში?“ – უთხრა მან გამოცემას.

„რეალურად, ეს ჩემი საქმე არ იყო. რა თქმა უნდა, მე მიყვარს კენდრიკი. მე მის ლეიბლთან მაქვს კონტრაქტი და ეს ჩემი ოჯახია. დრეიკსაც უკვე დიდი ხანია, ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. და, რა თქმა უნდა, ყოველთვის სამწუხაროა, როცა არასასიამოვნო რამ ხდება,“ – განმარტა SZA-მ.

მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში დიპლომატიურად იქცეოდა, ფანებს მაინც აინტერესებდათ, რას ფიქრობდა SZA, როცა მისი ორი ახლობელი ადამიანი და შემოქმედებითი პარტნიორები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაძაბულობა წლების განმავლობაში იგრძნობოდა, მაგრამ 2024 წლის გაზაფხულზე კონფლიქტმა კრიტიკულ წერტილს მიაღწია, როცა ორივე მხარემ ერთმანეთზე დაწერილი ე.წ. დის-ტრეკების გამოქვეყნება დაიწყეს. მათ შორის არის ლამარის Not Like Us, რომელიც Billboard Hot 100-ის ჩარტის ლიდერია.

მიუხედავად იმისა, რომ მხარე არ აურჩევია, SZA შემოქმედებითად ყოველთვის არჩევანის წინაშე იყო. ერთი მხრივ, ის იყო კენდრიკის მთავარი სტუმარი 2025 წლის Super Bowl-ის შოუზე, სადაც რეპერმა Not Like Us-ის შესრულებისას დრეიკი პირდაპირ გააკრიტიკა. მეორე მხრივ კი, SZA ტურნეს ყოველ შოუზე ასრულებდა დრეიკთან ერთად ჩაწერილ დუეტს – Rich Baby Daddy. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტურს SZA ლამართან ერთად მართავდა.

ნეიტრალური და მშვიდობიანი პოზიციის შენარჩუნება უფრო რთული აღმოჩნდა მაშინ, როცა ნიკი მინაჟმა ზაფხულში X-ზე SZA-ს შესახებ მტრული, უხეში პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. 

რამდენიმე პასუხის დაბრუნების შემდეგ SZA-მ მინაჟთან დიალოგი შეწყვიტა. GQ-სთან ინტერვიუში კი ნიკი მინაჟის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა: „მე არ ვიცნობ მას. ჩვენ არავითარი კავშირი არ გვაქვს. არ არსებობს არანაირი ისტორია. არც რაიმე საერთო შინაარსი გვაკავშირებს. ცოტა უცნაური იყო,“ – განმარტა არტისტმა. 

იხილეთ SZA ჟურნალ GQ-ის ყდაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anita Abgariani - Shine Like a Star | 🇬🇪 Georgia | Official Music Video | Junior Eurovision 2025

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს ანიტა აბგარიანი წარადგენს სიმღერით Shine Like a Star

შემდეგი სტატია

კანიე უესტი რაბინს ბოდიშს უხდის ებრაელი ხალხის შესახებ გაკეთებული კომენტარებისთვის: „მინდოდა, მოვსულიყავი და პასუხისმგებლობა ამეღო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი