გაეცანით Billboard 200-ის ჩარტში შესულ 2025 წლის N1 ალბომებს

აქ წარმოდგენილია ყველა არტისტი, რომელთა რელიზმა ამ დროისთვის ალბომების ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

2025 წლის დასაწყისიდან დღემდე Billboard 200-ის სათავეში 22 სხვადასხვა ალბომი მოხვდა. მათგან ორი: SZA-ს SOS (2022 წლის ალბომის დელუქს ვერსია) და კენდრიკ ლამარის GNX – წინა წლებშია გამოცემული.

შვიდმა ალბომმა პირველი ადგილი ერთ კვირაზე მეტხანს შეინარჩუნა, მათ შორისაა: ზემოხსენებული ორი ალბომი, Bad Bunny-ს Debí Tirar Más Fotos, Playboi Carti-ს Music, მორგან უოლენის I’m the Problem, Kpop Demon Hunters-ის Soundtrack და ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl.

22 ნოემბრის მონაცემებით, ამ კატეგორიაში მორგან უოლენი და ტეილორ სვიფტი ლიდერობენ. მორგან უოლენის ალბომმა ჩარტში 12 კვირა დაჰყო, ტეილორ სვიფტის ალბომმა კი 6 კვირა გაატარა პირველ პოზიციაზე.  Bad Bunny-ს ალბომი 4 კვირა იყო პირველ ადგილზე, Playboi Carti-ს და SZA-ს ალბომები 3 კვირა, ხოლო კენდრიკ ლამარისა და Kpop Demon Hunters-ის 2 კვირა ლიდერობდნენ.

2025 დასამახსოვრებელი წელი აღმოჩნდა: ტეილორ სვიფტის ალბომმა The Life of a Showgirl პირველივე კვირაში გაყიდვების რეკორდული შედეგი  4.002 მილიონი ერთეული აჩვენა, რითაც Adele-ის ალბომ 25-ის 2015 წლის მიღწევას გადააჭარბა (3.482 მილიონი).

ასევე აღსანიშნავია, რომ Billboard Hot 100-ში N1 ჰიტით ექვსი ალბომი გამოირჩევა: Lady Gaga-ს ალბომ Mayhem-ში შესული დუეტი ბრუნო მარსთან ერთად – Die With a Smile (5 კვირა),  კენდრიკ ლამარისა და SZA-ს დუეტი Luther ალბომიდან GNX (13 კვირა), მორგან უოლენის ალბომ I’m the Problem-ში შესული სიმღერა What i Want ტეიტ მაკრეის მონაწილეობით (1 კვირა), საბრინა კარპენტერის სიმღერა Manchild ალბომიდან Man’s Best Friend (1 კვირა), Demon Hunters-ის სიმღერა Golden (8 კვირა) და ტეილორ სვიფტის ალბომ Showgirl-ში შესული სიმღერა The Fate of Ophelia (6 კვირა).

საინტერესოა, რომ Billboard 200-ის ჩარტში ორ შემსრულებელს ასევე აქვს  Billboard Hot 100-ში N1 ჰიტები, თუმცა არა საკუთარ გამოცემებში. SZA-მ კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერა Luther, ხოლო ტეიტ მაკრეიმ მონაწილეობა მიიღო მორგან უოლენის სიმღერაში What I Want. გარდა ამისა, ტრევის სკოტის ალბომმა, Jackboys 2-მ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიკავა,  ხოლო მისი სინგლი 4X4 თებერვალში Hot 100-ის სათავეში მოექცა, კენდრიკ ლამარის ჰიტი Not Like Us კი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა N1 პოზიციაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როსალიას Lux „ბილბორდის” ჩარტებს იპყრობს

შემდეგი სტატია

სემუელ ელ ჯექსონის თქმით, მან არ იცოდა, რომ კენდრიკ ლამარის Super Bowl-ის შოუზე „რევოლუციას” აწყობდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი