სემუელ ელ ჯექსონის თქმით, მან არ იცოდა, რომ კენდრიკ ლამარის Super Bowl-ის შოუზე „რევოლუციას” აწყობდნენ

ჯიმი კიმელის შოუში სტუმრობისას უხამსი ლექსიკით ცნობილი მსახიობი კიმელს მოუყვა, თუ როგორ უსაყვედურა ფილმის გადაღებისას მისმა მეუღლემ თუფაქ შაკურს ბილწსიტყვაობის გამო.
სემუელ ელ ჯექსონი
Jimmy Kimmel Live

ლეგენდარულ მსახიობ სემუელ ელ ჯექსონს არ ჰქონია თანხმობის პრობლემა, როცა მას კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ში მონაწილეობა შესთავაზეს. თუმცა მაშინ, როცა ის ფიქრობდა, რომ საუბარი მორიგ სამსახიობო გამოსვლას ეხებოდა, ჯიმი კიმელის შოუში სტუმრობისას მან გაამხილა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ „რევოლუციაზე” მისვლა მოუწევდა. 

„კარგი დრო იყო. წარმოდგენაც არ მქონდა, რა ხდებოდა, როცა დამირეკეს და კენდრიკის შოუში მონაწილეობა მთხოვეს,” – გაიხსენა მსახიობმა. მისი თქმით, როცა შოუს პროდიუსერებმა უთხრეს, რომ ხელშეკრულებას გაუგზავნიდნენ, პროფესიონალმა ჯექსონმა უპასუხა, რომ ეს საკითხი არ ადარდებდა და დაჰპირდა, რომ როცა დასჭირდებოდათ, პირდაპირ მივიდოდა. 

„როცა მივედი და რეპეტიციას გავდიოდით, ყველაფერი მშვენიერი და სახალისო იყო. ვუყურებდი მოცეკვავეებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ და ვფიქრობდი: ‘ალბათ დიდი ხანია, ამას აკეთებენ.’”

მსახიობის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა მომხდარიყო, სანამ კოსტიუმირებული რეპეტიცია არ დაიწყო. „ეს იყო პირველი მომენტი, როცა გავიგე, რომ რევოლუციას ვაწყობდით,” – თქვა ჯექსონმა, რომელიც შოუში ბიძია სემს ასახიერებდა. 

„ვიცოდი, რომ ბიძია სემი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა როცა რეპეტიცია დაიწყო და მე  ჩემს როლს ვასრულებდი, ამ დროს შევტრიალდი და გავიფიქრე: ‘ერთი წუთით, ეს ხომ დროშაა… ისინი დროშას აკეთებენ,’” – იხსენებს ჯექსონი მოცეკვავეების წითელ, თეთრ და ლურჯ კოსტიუმებზე, რომლებითაც მათ ამერიკის დროშა გამოსახეს. „ეს რევოლუციურია,” – თქვა მან.

ჯექსონი, რომელსაც მანამდეც უთანამშრომლია რეპერებთან, მათ შორის LL Cool J-სა და ბასტა რაიმსთან, ასევე მონაწილეობს 1992 წლის კრიმინალურ დრამაში Juice თუფაქ შაკურთან ერთად. მსახიობი, რომელიც რეპერს მანამდეც შეხვედრია, თუფაქს დადებითად ახასიათებს, თუმცა იხსენებს ინციდენტს, რომელიც Juice-ის გადასაღებ მოედანზე მოხდა და რომელმაც შესაძლოა გააკვირვოს ფანები, ვისთვისაც ჯექსონის ბილწისტყვაობა ცნობილია.

გადაღების ერთ-ერთ ღამეს ჯექსონის მეუღლე, მსახიობი ლატანია ჯექსონი, ოთახში ფილმში მონაწილე მსახიობების დედებთან ერთად იჯდა. „ამ დროს ოთახში თუფაქი შემოვიდა და ვიღაცას აგინებდა, ყვიროდა,” – იხსენებს მსახიობი. მისი თქმით, ლატანია ჯექსონმა რეპერს ამის გამო უსაყვედურა: „ვერ ხედავ ამდენ ზრდასრულ ქალს? ასეთი ლექსიკის გამოყენება არ შეიძლება!” ჯექსონის თქმით, თუფაქმა ამის გამო ბოდიში მოიხადა. მსახიობმა რეპერს ჯენტლმენი უწოდა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, როცა კი მუსიკოსი ლატანია ჯექსონს დაინახავდა, ზრდილობიანად მიეგებებოდა: „გამარჯობა, დედა, როგორ ხართ?”

კიმელი გაკვირვებული დარჩა იმ ფაქტით, რომ ჯექსონის მეუღლეს ბილწსიტყვაობაზე პრობლემა ჰქონდა, მსახიობის უხამსი ლექსიკის გათვალისწინებით, რაზეც ჯექსონმა დააზუსტა: „მხოლოდ ქალებით სავსე ოთახში.” კიმელმა კი დაუდასტურა, რომ სცენარში გაწერილი უხამსობა სავსებით ნორმალურია. „როცა შინ ვარ, ეს ჩემი სახლია და შემიძლია ის ვთქვა, რაც მინდა,” – დაამატა ჯექსონმა.

ნახეთ სემუელ ელ ჯექსონის ჯიმი კიმელის შოუში სტუმრობის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გაეცანით Billboard 200-ის ჩარტში შესულ 2025 წლის N1 ალბომებს

შემდეგი სტატია

ელა ლენგლი და რაილი გრინი 59-ე ყოველწლიურ CMA დაჯილდოებაზე, 2025 წლის 19 ნოემბერი, ნეშვილში, ტენესის შტატში. ჯეისონ კემპინი/Getty Images

ნახეთ 2025 CMA Awards-ის გამარჯვებულთა სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი