კიმ კარდაშიანი იხსენებს, თუ როგორ ადანაშაულებდა კანიე უესტი 2016 წლის ძარცვის სცენის გაყალბებაში 

კარდაშიანის ძარცვის საქმეზე რვა პირი დამნაშავედ ცნეს.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2019 წელს
KEVIN MAZUR/MG19/GETTY IMAGES

კიმ კარდაშიანი ცრემლებით იხსენებს იმ მომენტს, როცა კანიე უესტმა ის 2016 წლის ძარცვის სკანდალური სცენის გაყალბებაში დაადანაშაულა.

„კარდაშიანების” ბოლო ეპიზოდი, რომელიც ხუთშაბათს გამოვიდა, სწორედ ძარცვის საქმეს ეხება. კიმი სასამართლოზე დასასწრებად პარიზში ბრუნდება და ინციდენტს იხსენებს. 

კარდაშიანს კანიეს სახელი არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი ყოფილ მეუღლეს ეხებოდა. 

„ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა: ‘შენ ეს ძარცვა სატელევიზიო შოუსთვის დადგი’ და მან ეს სხვების თანდასწრებით გააკეთა,” – ამბობს კიმი თვალცრემლიანი. „ეს გულში დანის ჩარტყმის ტოლფასი იყო. ის, რომ ვიღაცას შენი არ სჯერა – მას, ვინც ასე ახლოსაა შენთან, ვინც უნდა გიცნობდეს და იცოდეს, თუ რამდენად იმოქმედა ამან შენს ცხოვრებაზე – ეს ფაქტი ძალიან მაწუხებდა. უნდა მიცნობდე, ვინ ვარ.”

ძარცვა 2016 წელს პარიზში მოხდა. პარალელურად, კანიე ნიუ-იორკში კონცერტს მართავდა, რომელიც „სასწრაფო ოჯახური პრობლემის” გამო მაშინვე შეწყვიტა, როცა კიმის ამბავი გაიგო. 

ძარცვის შედეგად დამნაშავეებმა 10 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები წაიღეს, თავად კარდაშიანი კი სააბაზანოში დააბეს და იარაღით ემუქრებოდნენ. „როცა საბოლოოდ შევძელი სასამართოზე მისვლა, ამ ადამიანების თვალებში ჩახედვა და მათი ბოდიშების მოსმენა, ვიფიქრე: ‘ხომ ხედავთ, ეს სიმართლეა.’ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი დასრულდა,” – დაამატა მან.

ინციდენტიდან 9 წლის შემდეგ ათიდან რვა ადამიანი (შვიდი მამაკაცი და ერთი ქალი) მაისში დამნაშავედ ცნეს. მათ სამიდან რვა წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. დანარჩენ ორ პირს კი ბრალდება მოეხსნა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny სტრიმინგ სერვის Spotify-ს 2025 წლის ყველაზე დიდი არტისტია

შემდეგი სტატია

ევროვიზიის განცხადებით, 2026 წლის კონკურსში ისრაელს მონაწილეობის უფლება ექნება, რასაც რამდენიმე ქვეყნის ბოიკოტი მოჰყვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი