ევროვიზიის განცხადებით, 2026 წლის კონკურსში ისრაელს მონაწილეობის უფლება ექნება, რასაც რამდენიმე ქვეყნის ბოიკოტი მოჰყვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გლობალურმა პოლიტიკამ გავლენა მოახდინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.
ისრაელის წარმომადგენელი იუვალ რაფაელი ევროვიზიის სიმღერის 69-ე კონკურსის ფინალის გახსნის ცერემონიაზე. შვეიცარია, ქალაქი ბაზელი. 2025 წლის 17 მაისი.
SEBASTIAN REUTER/GETTY IMAGES

2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 16 მაისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება.

4 დეკემბერს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU), მიუხედავად რამდენიმე საერთაშორისო მაუწყებლის მოწოდებისა, რომ ისრაელი 2026 წლის კონკურსიდან მოიხსნას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მაინც მიიღებს მონაწილეობას. „EBU-ს ყველა წევრი, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში და ეთანხმება ახალი წესების დაცვას, უფლებამოსილია, ჩაერთოს კონკურსში“. საპასუხოდ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, ირლანდიამ და სლოვენიამ განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობენ ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობაზე. მოსალოდნელია, რომ ისლანდიაც ასევე მოიქცევა.

ნიდერლანდების მაუწყებელმა Avrotros-მა თქვა, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა შეუთავსებელია მათ არსებით საჯარო ღირებულებებთან. ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მ კი დაამატა: „RTVE-ს დირექტორთა საბჭო გასულ სექტემბერში შეთანხმდა, რომ ესპანეთი გამოეთიშებოდა ევროვიზიას, თუ მასში ისრაელი მიიღებდა მონაწილეობას. ეს გამოსვლა ასევე ნიშნავს, რომ RTVE არ გადასცემს ევროვიზია 2026-ის ფინალს და არც წინასწარ ნახევარფინალებს“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გლობალურმა პოლიტიკამ გავლენა მოახდინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც 1956 წელს დაარსდა. წინა კონფლიქტები ეხებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის; რუსეთ-უკრაინისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. 

პროექტის ორგანიზატორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ევროვიზიის კონკურსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი ღონისძიების არაპოლიტიკური ხასიათია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კიმ კარდაშიანი იხსენებს, თუ როგორ ადანაშაულებდა კანიე უესტი 2016 წლის ძარცვის სცენის გაყალბებაში 

შემდეგი სტატია

84 წლის პოლ ანკა თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი