21 Savage ახალ ალბომს აანონსებს

ალბომი – What Happened to the Streets? – 12 დეკემბერს გამოვა
21 Savage 2025 წლის 2025 Dreamville Music Festival-ზე. 2025 წლის 5 აპრილი.
ASTRIDA VALIGORSKY/GETTY IMAGES

21 Savage-ის მომდევნო ალბომი მზადაა და ის 2026 წლამდე გამოვა. არტისტმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ალბომი – What Happened to the Streets? – 12 დეკემბერს გამოიცემა.

21 Savage-მა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა შავ-თეთრი ტრეილერი, რომელიც ალბომის ანონსით დასრულდა. თიზერი ასახავს ადამიანს, რომელიც ბნელ ჩიხებში მიდის და ის თითქოს სნაიპერებით შეიარაღებული პირების ჯგუფის სამიზნეა. ეს ყველაფერი კი ორკესტრის ჟღერადობის ფონზე ვითარდება. 

21 Savage-ის არაერთი კოლეგა აღფრთოვანებული იყო იმის გაგებით, რომ რეპერი ახალი ალბომით ბრუნდება. ანონსს გამოეხმაურნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: Conway the Machine, G Herbo, DJ Khaled, Zaytoven და Honorable C.N.O.T.E. 

Apple Music-ის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ალბომი 14 სიმღერას მოიცავს, რომელთაგან აქამდე არცერთი გამოშვებულა.  21 Savage-ისათვის 2025 წელი აქტიური არ იყო, მაგრამ ნოემბერში Summer Walker-ის ტრეკში – Get Yo Boy – სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. 21 Savage-ის ბოლო ალბომი American Dream 2024 წლის იანვარში Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. ეს პროექტი 21-ისთვის მეოთხე იყო, რომელმაც ალბომების ჩარტების მწვერვალს მიაღწია და მას Billboard Hot 100-ში კიდევ 14 ჩანაწერი მოუტანა.

ნახეთ What Happened to the Streets?-ის თიზერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bedford Falls-ის კონცერტი ახალგაზრდა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით 

შემდეგი სტატია

ონისეს კონცერტი „არტერიაში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი