Bedford Falls-ის კონცერტი ახალგაზრდა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით 

კონცერტს მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა. საღამოს ასევე ჰყავდა სპეციალურად მოწვეული სტუმარი – Kordz, რომელმაც Bedford Falls-ის სიმღერის თავისებური ვერსია ბენდთან ერთად შეასრულა.
Bedford Falls
SOLO

ჯგუფი Bedford Falls მსმენელის წინაშე განსხვავებული ფორმატით – ახალგაზრდა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგა. კონცერტები 6 და 7 დეკემბერს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე გაიმართა. ორივე საღამოზე დასასწრები ყველა ბილეთი სრულად გაიყიდა.

კონცერტს მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა. საღამოს ასევე ჰყავდა სპეციალურად მოწვეული სტუმარი – Kordz, რომელმაც Bedford Falls-ის სიმღერის თავისებური ვერსია ბენდთან ერთად შეასრულა.

კონცერტზე გაჟღერდა სხვადასხვა პერიოდის საუკეთესო ჰიტები, როგორებიც არის: Thrill Is Gone, „კინო“, „ზამთარია“, Macedonia, „მერმისი“ და სხვა კომპოზიციები.

ღინისძიების წარმდგენი იყო SOLO.

Bedford Falls თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ-ბენდია. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: დათო ჯიქია, მიხო კალანდარიშვილი, გიორგი მიგრიაული და სანდრო დიასამიძე. ბენდის მუსიკალური ჟღერადობა მრავალფეროვანია და აერთიანებს როგორც ინდი-როკის, ისე დრიმ-პოპის ელემენტებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რაფაელ იტიერი 2017 წლის 15 მარტი, სან ხუანი, პუერტო რიკო / GV CRUZ/GETTY IMAGES FOR ASCAP

რაფაელ იტიერი – El Gran Combo de Puerto Rico-ს დამფუძნებელი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

21 Savage ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი