Antiheroine – კორტნი ლავის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

„ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ის პირველად აპირებს ახალი მუსიკის გამოშვებას და მზადაა, საკუთარი ამბავი გაუფილტრავად და ბოდიშის მოხდის გარეშე გადმოსცეს,” – ნათქვამია ფილმის აღწერაში.
კორტნი ლავი Fendi-ს 2023 წლის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებაზე.
ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

10 დეკემბერს Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორტნი ლავის ცხოვრებისა და კულტურული გავლენის შესახებ მაყურებელი იხილავს დოკუმენტურ ფილმს, სახელწოდებით Antiheroine. ფილმს ედუარდ ლავლეისი და ჯეიმს ჰოლი გადაიღებენ. მისი ჩვენება „სანდენსის“ კინოფესტივალზე შედგება. ფესტივალი 2026 წლის 22 იანვრიდან 1-ელი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

„მომღერალს, სიმღერების ავტორსა და მსახიობს, კორტნი ლავს დიდი ხანია, გავლენა აქვს როკსა და პოპ-კულტურაზე,” – ნათქვამია ფილმის აღწერაში. „ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ის პირველად აპირებს ახალი მუსიკის გამოშვებას და მზადაა, საკუთარი ამბავი გაუფილტრავად და ბოდიშის მოხდის გარეშე გადმოსცეს“.

გამოცემის ცნობით, ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასში ლავი ლონდონში, საკუთარ სახლშია გადაღებული, სადაც ის რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. 

„კორტნი დიდხანს ელოდა საკუთარი ისტორიის თავისივე სიტყვებით მოყოლას“, – აღნიშნავს პროდიუსერი ჯულია ნოტინგემი, რომელსაც ასევე გადაღებული აქვს Pamela, a Love Story – ფილმი პამელა ანდერსონის შესახებ. „როგორც 90-იანი წლების შვილს, ყოველთვის მაინტერესებდა კორტნი – ქალი, რომელსაც ხშირად განსაზღვრავდა მისი ქმარი, კურტ კობეინი. ეს ფილმი იმიტომ შევქმენით, რომ კორტნის ისტორია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სათაურები. ის რთული და ღრმად ადამიანურია“ – თქვა ნოტინგემმა. 

კორტნი ლავი Nirvana-ს ფრონტმენზე  ორი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული და მათ საერთო ქალიშვილი, ფრენსის ბინი შეეძინათ.

პერსონალური ცხოვრების მიღმა, რომელიც ასევე ნარკოტიკების მოხმარების გახმაურებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ლავი 90-იანი წლების გრანჟ სცენაზე გავლენიანი ფიგურა იყო. მან 1989 წელს შექმნა ჯგუფი Hole. ბენდმა ოთხი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგან ყველა Billboard 200-ის ჩარტში მოხვდა, Billboard Hot 100-ის ჩარტში კი მათი სამი ჰიტი შევიდა: Doll Parts, Celebrity Skin და Malibu.

ლავი ასევე ცნობილია სოლო შემსრულებლის და მსახიობის სტატუსით. მისი ცნობილი ფილმებია: The People vs. Larry Flynt, Man on the Moon და Trapped. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართება

შემდეგი სტატია

Anana Kaye - ფოტო: გიორგი ყოლბაია

Anana Kaye-ს ახალი სინგლი Cordelia

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი