Anana Kaye-ს ახალი სინგლი Cordelia

„სიმღერა მინორული აკორდებით და საკმაოდ მძიმე ლირიკული თემებითაა გაჟღენთილი, ასე რომ, ჩვენ გვინდოდა, ეს სიმძიმე კონტრასტულად გაგვეჭრა საცეკვაო ბითით და ორიგინალური არანჟირებით.“
Anana Kaye - ფოტო: გიორგი ყოლბაია
Anana Kaye – ფოტო: გიორგი ყოლბაია

Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს ერთობლივი პროექტი ინდი-ალტ დუო Anana Kaye უკვე წლებია, ამერიკაში მოღვაწეობს.  Anana Kaye-მ ცოტა ხნის წინ ახალი სინგლი Cordelia გამოაქვეყნა. სიმღერა ნეშვილში, Forty-One Fifteen სტუდიოში ჩაიწერა. ათი კომპოზიციისგან შემდგარი სრული ალბომი კი 2026 წლის მარტში გამოვა.

სინგლის “ართვორკი” თბილისში ფოტოგრაფმა გიორგი ყოლბაიამ გადაიღო. კოსტიუმი კი, რომელიც ქართულ ტრადიციულ მოტივებზეა შექმნილი, ქართველ მხატვარსა და სცენოგრაფს, ანა დვალს ეკუთვნის.

Anana Kaye - ფოტო: Irakli Gabriel
Anana Kaye – ფოტო: Irakli Gabriel

ანანა: „ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ტრაგედიების კითხვა. „ოიდიპოს მეფე“ და „მეფე ლირი“ ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებები იყო. მაშინ ჯამბაზის პერსონაჟთან განსაკუთრებული კავშირი მქონდა, ახლა კი ეს ოდნავ შეიცვალა. ალბათ ამიტომაცაა ეს ტრაგედია ასეთი მარადიული, – ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სულ სხვა თვალით უყურებ.

დღეს, საითაც არ ვიყურებით, ყველგან კრიზისს ვხედავთ. ძველი სტრუქტურები, პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული, ჩვენს თვალწინ ინგრევა. გადატვირთული ვართ ინფორმაციით, რასაც ცოდნად ვთვლით. ჩვენი ადამიანობის ყველაზე ფუნდამენტური ასპექტებიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. მილიონობით ადამიანი იტანჯება ომით, სიღარიბით, შიმშილით, და ამ ყველაფერს, ჩვენ ვხედავთ თუ არა, განკარგავს ალგორითმი. შეიძლება ჩვენს ცხვირ-წინ ხდებოდეს ადამიანური ტრაგედია და არც არავინ დაიჯეროს, იმიტომ რომ ყველა თავის ინფორმაციულ მატრიცაში ცხოვრობს. საერთო რეალობა თითქმის აღარ გაგვაჩნია. ასეთ დროს, ტრაგედია ჭკუიდან გადასულ მეფესა და მის ქალიშვილზე, რომელიც ერთადერთია, ვინც სიმართლის თქმას ბედავს და ზუსტად ამის გამო ისჯება, მე პირადად მეხმარება, გარშემო სამყარო სხვანაირად დავინახო, რომ მეც არ შევიშალო ჭკუიდან.“

Irakli Gabriel - ფოტო: Duande Visions
Irakli Gabriel – ფოტო: Duande Visions

ირაკლი: „ანანამ და მე ეს სიმღერა აკუსტიკურად დავწერეთ დევიდ ოლნისთან (David Olney) ერთად, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მაშინ ვფიქრობდით, რომ ეს სიმღერა ჩვენს მომავალ პროექტში შევიდოდა და შეიძლება, დუეტიც კი ყოფილიყო, როგორც რამდენიმე სიმღერა Whispers and Sighs ალბომზე. სიმღერა მინორული აკორდებით და საკმაოდ მძიმე ლირიკული თემებითაა გაჟღენთილი, ასე რომ, ჩვენ გვინდოდა, ეს სიმძიმე კონტრასტულად გაგვეჭრა საცეკვაო ბითით და ორიგინალური არანჟირებით. მახსოვს, ჩვენმა პროდიუსერმა ჩარლი ჩემბერლენმა (Charlie Chamberlain) მისამღერში ის ფანკ-გიტარის ნაწილი რომ ჩაწერა, თავიდან თითქოს სრულიად მოულოდნელი იყო, მაგრამ აშკარად სწორი იმპულსი აღმოჩნდა. იმ პერიოდში, როდესაც ალბომს ვქმინიდთ ხშირად ვუსმენდით David Bowie-ის Earthling-ს. შემდეგ კი მარკ პლატიმ (Mark Plati), რომელიც ბოუისთან ერთად Earthling-ის პროდიუსერი იყო, Cordelia დამიქსა, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან შესაფერისი იყო. ბასისტი Tim Lefevbre-იც ბოუის კოლაბორატორია და მის ბოლო ალბომზე, Blackstar-ზე აქვს დაკრული.“ 

ახალი სინგლი Cordelia დუეტის შემოქმედებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავია. მოისმინეთ სიმღერა, რომელიც კლასიკურ ლიტერატურას, თანამედროვე სოციალურ ტრავმასა და უნიკალურ მუსიკალურ ხედვას აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Antiheroine – კორტნი ლავის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

შემდეგი სტატია

Anita Abgariani - Shine Like a Star | 🇬🇪 Georgia | Official Music Video | Junior Eurovision 2025

13 დეკემბერს საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ს მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი