ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი განიხილავენ, თუ რას უნდა ველოდოთ სტაილსის მეოთხე ალბომისგან Kiss All the Time. Disco, Occasionally.
ჰარი სტაილსი
JOHNNY DUFORT

ჰარი სტაილსი მეოთხე სტუდიურ ალბომს გამოსცემს, რომელიც გასულ კვირას დააანონსა. „ბილბორდის” Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი სწორედ მუსიკოსის ახალ ჩანაწერზე საუბრობენ, რომელის გამოსვლაც 6 მარტსაა დაგეგმილი და რომლის პირველი სინგლი Aperture ხუთშაბათს გამოვა. 

შესაძლოა თუ არა, რომ სტაილსი გრემიზე მომავალი პროექტის შესასრულებლად და დასარეკლამებლად გამოჩნდეს? და უნდა ველოდოთ თუ არა ისეთსავე მყისიერ წარმატებას, როგორიც მის წინა ალბომს, Harry’s House-სხვდა წილად, რომლის წამყვანი სინგლიც As It Was 15 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot 100-ში?

მოუსმინეთ პოდკასტს:

შოუში ასევე განვიხილავთ ჩარტების სიახლეებს: ზაკ ბრაიანის ახალ ალბომს With Heaven On Top დებიუტი აქვს Billboard 200-ის ლიდერ პოზიციაზე, ბრუნო მარსის ბოლო სინგლი I Just Might კი Hot 100-ის პირველ ადგილს იკავებს. ამასთანავე, ხმაურიანი ახალგაზრდა მომღერალი სიენა სპირო პირველად შედის Hot 100-ის ტოპ 40-ში სიმღერით Die on This Hill. ამასობაში კი ჰარი სტაილსის ახალი ალბომის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მისი Harry’s House ერთი წლის შემდეგ პირველად დააბრუნა Billboard 200-ში.

The Billboard Pop Shop Podcast „ბილბორდის” ყოველკვირეული ჩარტების გარშემო არსებული პოპინფორმაციის ერთიანი სივრცეა. აქ დაგხვდებათ ცოცხალი დისკუსია პოპის ახალ ამბებზე, ჩარტების საინტერესო სტატისტიკებსა და ისტორიებზე, ახალ მუსიკაზე, ასევე სტუმრების ინტერვიუები მუსიკალურ ვარსკვლავებსა და პოპის სამყაროს წარმომაგდენლებთან. პოდკასტს უძღვებიან „ბილბორდის” აღმასრულებელი დირექტორი კეიტი ატკინსონი და „ბილბორდის” მმართველი დირექტორი ჩარტებისა და მონაცემების ოპერაციების მიმართულებით კით კოლფილდი. ყოველკვირეული პოდკასტი Billboard.com-სა და Apple Podcasts-ზე ისტრიმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დოლი პარტონი და კიტ ურბანი (ფოტო: ჯეისონ კემპინი/Getty Images)

კიტ ურბანმა დოლი პარტონს დაბადების დღე გულთბილად მიულოცა

შემდეგი სტატია

Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი