დონალდ ტრამპთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკი მინაჟმა საკუთარ თავს პრეზიდენტის „№1 ფანი“ უწოდა

ღონისძიების მსვლელობისას პრეზიდენტმა საჯაროდ აღნიშნა მინაჟის მხარდაჭერა მისი ადმინისტრაციის მიმართ და არტისტი „ისტორიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ ქალ რეპერად“ მოიხსენია.
ნიკი მინაჟი და დონალდ ტრამპი Trump Accounts Summit-ზე. 2026 წლის 28 იანვარი. ვაშინგტონი.
WIN MCNAMEE/GETTY IMAGES

ნიკი მინაჟის მხარდაჭერა დონალდ ტრამპის მიმართ გრძელდება. 28 იანვარს ვაშინგტონში გამართულ Trump Accounts Summit-ზე რეპერი პრეზიდენტს სცენაზე შეუერთდა. 

ეს საპრეზიდენტო სამიტი ნიკი მინაჟისთვის ტრამპთან პირისპირ შეხვედრის პირველი შემთხვევა იყო. ღონისძიების მსვლელობისას პრეზიდენტმა საჯაროდ აღნიშნა მინაჟის მხარდაჭერა მისი ადმინისტრაციის მიმართ და არტისტი „ისტორიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ ქალი რეპერად“ მოიხსენია.

ტრამპის თქმით, მინაჟი „ასობით ათას დოლარს აბანდებს Trump Accounts-ში“, რათა მხარი დაუჭიროს იმ ბავშვებს, რომლებიც არტისტის ფანები არიან. „ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

შემდეგ ტრამპმა მინაჟი მოულოდნელად მიიწვია სცენაზე სიტყვით გამოსასვლელად, სადაც მას Shark Tank-ის ვარსკვლავი კევინ ო’ლირიც შეუერთდა. მინაჟმა საკუთარ თავს დონალდ ტრამპის „№1 ფანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არსებული კრიტიკა კიდევ უფრო ამყარებს მის მხარდაჭერას პრეზიდენტისადმი.

„ალბათ პრეზიდენტის ნომერ პირველი ფანი ვარ,“ – მიმართა მინაჟმა აუდიტორიას. „და ეს არ შეიცვლება. რასაც ხალხი ამბობს, საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. პირიქით – კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ მეტი მხარდაჭერა გამოვუცხადო მას.“

მან ასევე დაამატა: „არც ცილისმწამებლურ კამპანიებს ექნება შედეგი. მის უკან დიდი ძალა დგას და ღმერთი იცავს.“

24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მინაჟი ფინანსთა სამინისტროს სამიტს დაესწრებოდა, არტისტმა X-ზე განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ფინანსური განათლება და სურვილი, ეს ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს.

„ადრეული ფინანსური განათლება და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენს ბავშვებს ცხოვრებაში დიდ უპირატესობას მისცემს. ზოგ შემთხვევაში ისინი საკუთარ მშობლებსაც კი ასწავლიან, როგორ და რაში ჩადონ ინვესტიცია. ეს ძალიან მაბედნიერებს.“

ბოლო თვეებში მინაჟი არ ერიდება ტრამპის ადმინისტრაციის ღია მხარდაჭერას. მან საჯაროდ შეაქო პრეზიდენტი ნიგერიაში ქრისტიანების სავარაუდო დევნის გამო სამხედრო ჩარევის მუქარისთვის. არტისტი ასევე დაესწრო გაეროს ღონისძიებას, რომელიც აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა მოაწყო, სადაც ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.

„მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ საკითხის პრიორიტეტად ქცევისთვის – რათა ნიგერიაში ქრისტიანები დაიცვას, ექსტრემიზმს დაუპირისპირდეს და ის ძალადობა შეაჩეროს, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც უბრალოდ რელიგიური თავისუფლება სურს,“ – განაცხადა მინაჟმა.

დეკემბერში მინაჟმა არიზონაში გამართულ Turning Point USA-ის ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ შეაქო ტრამპი და მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. მინაჟის თქმით, ის ორივე მათგანით ამაყობს. „ორივე მიყვარს. ორივეს აქვს საოცარი უნარი, იყოს ადამიანი, რომელთანაც მარტივად აიგივებ თავს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილბორდის 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: N 4 – კენდრიკ ლამარი

შემდეგი სტატია

2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ლორენ ჰილი, პოსტ მელოუნი, რება მაკენტაირი და სხვები გასულ წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს მიაგებენ პატივს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დაჩი ბაბუნაშვილი – მუსიკაზე, თავისუფლებასა და საკუთარი ხმის ძიებაზე

ახალგაზრდა ქართველი არტისტი ჟანრობრივ თავისუფლებაზე, ბავშვობის ნოსტალგიასა და მუსიკის მთავარ დანიშნულებაზე Billboard საქართველოსთან საუბრობს.
მეტი

„ჰარაკში“ ლეიბლ OneOneWorld-ის და ჰიპ-ჰოპ გაერთიანება „კვალის“ ერთობლივი მუსიკალური საღამო გაიმართება

OneOneWorld საბანას მიერ დაფუძნებული ლეიბლია, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში 2025 წლის ბოლოს გამოჩნდა.
მეტი

ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აღიარებს, რომ A$AP Rocky-სთან რეპ-ბეთლს წააგებს, თუმცა ამბობს, რომ რეპერთან თანამშრომლობა სურს

A$AP Rocky-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის მერობა სურს და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას სერიოზულად გეგმავს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე Anthony Harvey/Getty Images

ვარსკვლავების ცნობილმა სტილისტმა, კრის ეპლტონმა ბრიტნი სპირსს თმის ვარცხნილობა შეუცვალა

„ის არა მხოლოდ საკულტო ადამიანია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი, კეთილი და სათუთი სული, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ,” – დაწერა კრის ეპლტონმა პოსტის აღწერაში.
მეტი