50 Cent-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო გააზიარა, რომელშიც ის ნობელის პრემიას იღებს 

ვიდეოში მოხვდნენ მისი ცნობილი მეგობრები და მტრები ჰიპ-ჰოპის სამყაროდან, მათ შორის Diddy.
50 Cent
John Nacion

50 Cent-მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეო გააზიარა, რომელშიც ნობელის მშვიდობის პრემიის ცერემონიის ალტერნატიული ვერსიაა ასახული. ვიდეოში მოხვდნენ მისი ცნობილი მეგობრები და მტრები ჰიპ-ჰოპის სამყაროდან.

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოში 50 Cent სცენაზე ავიდა და თქვა: „მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც არ ვაპატიე. ამის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.“

ვიდეოში ჩანან ტონი იაიო, Dr. Dre, ემინემი, Snoop Dogg და Ye, რომელიც ნიღბითაა და კუთხეში შეუმჩნევლად ზის. შემდეგ სცენა იცვლება და კადრში ციხის საერთო ოთახია, სადაც Diddy ჩნდება, რომელიც 50 Cent-ის  სამადლობელ სიტყვას უსმენს. „დღეს ღიმილი ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია,” – ამბობს ყალბ ვიდეოში 50 Cent.

ვიდეო, რომლის ავტორი ბარდ სოკოლია (Bardh Sokoli), სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა და საბოლოოდ 50-ის ყურადღებაც მიიქცია. „ვინ შექმნა ეს? მომწონს,“ – დაწერა პოსტზე რეპერმა.

50 Cent-მა Diddy-ს დასაცინად Super Bowl-ის პლატფორმაც გამოიყენა, როცა DoorDash–თან ერთად კამპანიაში გამოჩნდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Super Bowl-ის მომდევნო დღეს Bad Bunny-მ კარიერაში რიგით მეორე ყველაზე მეტი რაოდენობის სტრიმი დააგროვა

შემდეგი სტატია

ქართული ჯგუფი Tape Visitors მადრიდში, Mad Cool-ზე დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი