Super Bowl-ის მომდევნო დღეს Bad Bunny-მ კარიერაში რიგით მეორე ყველაზე მეტი რაოდენობის სტრიმი დააგროვა

9 თებერვლის სტრიმების რაოდენობა სულ ცოტათი ჩამორჩება მომღერლის ყველაზე წარმატებული დღის შედეგს.
Bad Bunny-ს გამოსვლა Super Bowl Halftime Show-ზე
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

9 თებერვალს Bad Bunny-მ კარიერაში რიგით მეორე ყველაზე მეტი რაოდენობის სტრიმი დააგროვა. Super Bowl Halftime Show-ზე გამოსვლის მომდევნო დღეს სუპერვარსკვლავის კატალოგს აშშ-ში 98 მილიონი ოფიციალური სტრიმი ჰქონდა, რაც Super Bowl-ის დღესთან შედარებით 27%-ით მეტია (8 თებერვალს 77.6 მილიონი სტრიმი). ეს მონაცემები არ მოიცავს არაოფიციალურ კონტენტს, მათ შორის მომხმარებლების მიერ შექმნილ ვიდეოებს. 

9 თებევრლის შედეგი სულ ცოტათი ჩამორჩება ბანის კარიერის ყველაზე წარმატებულ დღეს სტრიმების რაოდენობით. 2022 წლის 6 მაისს, როცა Billboard 200-ის 13-კვირიანი ლიდერი ალბომი Un Verano Sin Ti გამოვიდა, მისმა კატალოგმა 98.2 მილიონი სტრიმი დააგროვა. 

ბენიტოს სტრიმების ტოპ ხუთეულის დანარჩენი დღეები ასე გამოიყურება: 2023 წლის 13 ოქტომბერი – 91 მილიონი სტრიმი (Nadie Sabe Lo Que Va a Pasar Mañana-ს გამოშვების დღე); 8 თებერვალი – 77.6 სტრიმი (Super Bowl-ის დღე) და 2022 წლის 7 მაისი – 69.1 მილიონი სტრიმი. 

9 თებერვალი ასევე მუსიკოსის ახალი პერსონალური რეკორდია. ამ დღეს ბანიმ 16000 სიმღერა გაყიდა, რითაც 2018 წლის 12 ოქტომბერს გაყიდული 120000  სიმღერის რეკორდი მოხსნა.

ორი დღის ჯამით კი (8 და 9 თებერვალი), რამაც 175.7 მილიონი სტრიმი შეადგინა, ბანიმ 67%-ით გაუსწრო მისი კარიერის წინა რეკორდულ ორ დღეს (105 მილიონი სტრიმი).

რაც შეეხება შვიდდღიან პერიოდს, 3-9 თებერვალს მომღერალმა ჯამში 401.8 მილიონი სტრიმი დააგროვა, რაც 105%-ით მეტია 27 იანვარი-2 თებერვლის მონაცემებზე (195.4 მილიონი სტრიმი). 

ბანის ეს რვადღიანი აღზევება 2 თებერვლიდან იწყება – მეორე დღიდან, რაც წლის ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.

სიმღერამ DtMF, რომელმაც Super Bowl-ის შოუ დახურა, 9 თებერვალს მუსიკოსის კატალოგს 9.8 სტრიმმი მოუტანა. მას მოჰყვება Baile Inolvidable 6.6 მილიონი სტრიმით; Nuevayol 5.8 მილიონი სტრიმით; Tití Me Preguntó 5.2 მილიონი, EOO კი 4.4 მილიონი სტრიმით. ყველა მათგანი, Tití Me Preguntó-ს გარდა, ბანის 2025 წლის ალბომში, Debí Tirar Más Fotos-ში შედის. ხუთივე სიმღერა Halftime Show-ზე შესრულდა. 

Debí Tirar Más Fotos 14 თებერვლით დათარიღებულ Billboard 200-ში მეცხრედან მეორე პოზიციაზე ავიდა, ხოლო DtMF ხელახლა მოხვდა Hot 100-ის მე-10 ადგილზე.

21 თებერვლით დათარიღებული ჩარტი უკვე 6-12 თებერვლის მონაცემებს ასახავს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ Debí Tirar Más Fotos ჩარტში კიდევ უფრო წინ წაიწევს ისევე, როგოც Un Verano Sin Ti და ბანის სხვა ალბომები. იგივე პროგნოზია მის სიმღერებზე Hot 100-სა და ლათინური სიმღერების ჩარტებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

შემდეგი სტატია

50 Cent-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო გააზიარა, რომელშიც ის ნობელის პრემიას იღებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი