BLACKPINK-მა ახალი სინგლის მუსიკალური ვიდეოს თიზერი წარადგინა

ვიდეორგოლის პრემიერა 27 თებერვალს იგეგმება – იმ დღეს, როდესაც გაყიდვაში ჯგუფის ახალი მინი ალბომი DEADLINE გამოვა.
BLACKPINK – Go

BLACKPINK-მა გულშემატკივრებს მუსიკალური ვიდეოთიზერი გაუზიარა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე – Go. ეს ნამუშევარი ჯგუფის მორიგი გლობალური პროექტის დასაწყისია.

ახალი ვიდეორგოლის პრემიერა  27 თებერვალს იგეგმება – სწორედ იმ დღეს, როდესაც გაყიდვაში ჯგუფის ახალი მინი ალბომი DEADLINE გამოვა. თიზერში წარმოდგენილი კადრები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშია: ორკესტრული მუსიკის ფონზე ჩანს კოსმოსური პეიზაჟები და სიურრეალისტური ვიზუალური ეფექტები. კლიპში ჯგუფის წევრები ფუტურისტულ გარემოში ჩნდებიან, რაც პროექტის ახალ ესთეტიკაზე მიანიშნებს.

Go ალბომის რიგით მეორე სინგლია. პირველმა სინგლმა – Jump – 2025 წელს Billboard Global 200-ის ლიდერი პოზიცია დაიკავა.

ჯგუფმა 2022 წლის ალბომის – Born Pink-ის შემდეგ მცირე შესვენება აიღო და წევრები სოლო კარიერაზე გადაერთვნენ. ამ პერიოდში მათ არა მხოლოდ მუსიკალური ჰიტები გამოუშვეს, არამედ სამსახიობო კარიერაც წარმატებით განავითარეს: ლისამ მონაწილეობა მიიღო სერიალში – White Lotus, ჯენიმ – The Idol-ში, ხოლო ჯისუ პროექტ Boyfriend on Demand-ში გამოჩნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

შემდეგი სტატია

მექსიკაში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო Kali Uchis-ის კონცერტი გაუქმდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი