ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
ალისა ლიუ Watch What Happens Live-ში
CHARLES SYKES/BRAVO

ოლიმპიური ჩემპიონი ციგურაობაში ალისა ლიუ ენდი კოენს შეუერთდა გადაცემაში Watch What Happens Live. სპორსტმენმა ზამთრის ოლიმპიადაზე ისაუბრა, მისი პროგრამების მუსიკალური არჩევანი განმარტა და ის სიმღერები დაასახელა, რომლებზეც მომავალში სურს ყინულზე გამოსვლა. ლიუმ კოენს უამბო, თუ საიდან მოვიდა გადაწყვეტილება, თავისუფალი პროგრამის ნომერი დონა სამერის MacArthur Park-ზე შეესრულებინა.

„ვიღაცამ მირჩია, რომ ამ სიმღერისთვის მომესმინა. შემდეგ კი 16-წუთიანი ვერსია ვიპოვე და ეს უკვე სულ ახალი საფეხური იყო.”

მართლაც, დონა სამერის სიმღერაზე შესრულებულმა თავისუფალმა პროგრამამ ლიუს მესამე ადგილიდან პირდაპირ ოქროს მედალი მოუტანა. გარდა საკუთარი გამარჯვებისა, სპორტსმენის წყალობით, სიმღერა „ბილბორდის” საცეკვაო ციფრული სიმღერების გაყიდვების ჩარტის ლიდერი გახდა. 

MacArthur Park არ არის ერთადერთი სიმღერა, რომელსაც ლიუმ ჩარტებში წარმატება მოუტანა. PinkPantheress-ისა და ზარა ლარსონის Stateside-მა სტრიმებში 88%-იანი ზრდა განიცადა მას შემდეგ, რაც ლიუმ სიმღერა დახურვის ცერემონიის გალაკონცერტზე გამოიყენა. ლეივეის Promise-მა კი ოთხ დღეში 1.3 მილიონი სტრიმი დააგროვა მას შემდეგ, რაც ლიუმ მასზე მოკლე პროგრამა შეასრულა.

კოენთან საუბარში მოციგურავემ თავისი ხუთი საყვარელი სიმღერაც გააზიარა, რომლებზეც სამომავლოდ ყინულზე გამოსვლას ისრუვებდა. ესენია: Escape From New York-ის Fire in My Heart, ბილი აილიშის Chihiro, ჩაიკოვსკის „გედების ტბა”, Mitski-ს Star და ტოპ ხუთეულის ლიდერი –  კვლავ PinkPantheress, სიმღერით Capable of Love.

ლიუ ციგურაობაში წელს დაბრუნდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს, 16 წლის ასაკში მას თავი დაანება. დაბრუნებამდე კი მწვრთნელს იმ პირობების სია გადასცა, რომელიც მისი დაბრუნებისთვის იყო საჭირო. ერთ-ერთი მათგანი სწორედ მუსიკის დამოუკიდებლად შერჩევის შესაძლებლობა იყო. ასე რომ, სიურპრიზი არ იქნება, თუ 2030 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე PinkPantheress-ის მორიგ სიმღერას მოვისმენთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bad Bunny - Apple Music Super Bowl LX-ის შოუს დროს, 2026 წლის 8 თებერვალი, კალიფორნია. Neilson Barnard/Getty Images

Bad Bunny-ს DtMF კვლავ Billboard-ის გლობალური ჩარტების სათავეშია

შემდეგი სტატია

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი