მარსელის მერი კანიე უესტის კონცერტს ეწინააღმდეგება

ბენუა პეიანმა განაცხადა, რომ არ მიესალმება რეპერის 11 ივნისს დაგეგმილ კონცერტს ველოდრომის სტადიონზე.
კანიე უესტი
Victor Boyko/Getty Images For Kenzo

საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის, მარსელის მერს რეპერის ქალაქში ნახვა არ სურს. მას შემდეგ, რაც უესტმა 11 ივნისის კონცერტი დააანონსა, პეიანი მუსიკოსის ჩამოსვლას ღიად შეეწინაღმდეგა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ  განცხადებაში ის წერს: „უარს ვამბობ, მარსელი იქცეს პლატფორმად მათთვის, ვინც  სიძულვილსა და უპატიებელ ნაციზმს ავრცელებს. კანიე უესტს არ მივესალმებით ველოდრომზე – ეს ჩვენი და ყველა მარსელელის ერთად ცხოვრების ტაძარია.”

პეიანი არ არის ერთადერთი, რომელიც უესტის მარსელში ჩასვლის წინააღმდეგია. საფრანგეთის ებრაული ინსტიტუტის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ იმ ადამიანის მიღება, რომელიც ჰიტლერს აღიარებს, მორალურ კითხვებს წარმოშობს.”

მანამდე უესტს ავსტრალიური ვიზა გაუუქმეს, ბრაზილიაში კი დაუყოვნებლივი დაპატიმრებით დაემუქრნენ. 

ბოლო წლებში კანიემ არაერთი რასისტული და ანტისემიტური განცხადება გააკეთა. მან ასევე დაიწყო სვასტიკის ემბლემიანი მაისურების გაყიდვა და გამოსცა სიმღერა Heil Hitler, სადაც ნაცისტების ლიდერს აქებს. 

2026 წლის იანვარში რეპერმა საჯარო წერილით ბოდიში მოიხადა. მან აღნიშნა, რომ რეალობასთან კავშირი დაკარგა და მისი საქციელი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზს მიაწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი LAURA JANE COULSON

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: ნახეთ ჰარი სტაილსის, Yebba-ს, aespa-ს და სხვა არტისტების ახალი რელიზები

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა და დევიდ გეტამ ახალი ტრეკი –  Save Me Tonight გამოუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი