კვირის მუსიკალური გზამკვლევი: ნახეთ ჰარი სტაილსის, Yebba-ს, aespa-ს და სხვა არტისტების ახალი რელიზები

გაეცანით უცხოელი და ქართველი არტისტების კვირის ახალ მუსიკალურ რელიზებს.
ჰარი სტაილსი LAURA JANE COULSON
ჰარი სტაილსი
LAURA JANE COULSON

Billboard-ის Friday Music Guide ერთგვარი მუსიკალური გზამკვლევია, სადაც კვირის მნიშვნელოვანი მუსიკალური რელიზები, ახალი პროექტები და სინგლებია თავმოყრილი. 

ამ კვირაში ჰარი სტაილსი ნანატრი სოლო ალბომით, Kiss All The Time. Disco, Occasionally.-ით დაბრუნდა, Yebba-მ  შთამბეჭდავი მეორე სოლო ალბომი Jean გამოაქვეყნა, Ayra Starr-მა დიდი ხნის წინ დაანონსებული სინგლი გამოუშვა, ხოლო aespa მომავალი ანიმე-სერიალისთვის შექმნილ საუნდტრეკს აქვეყნებს.

გაეცანით ამ კვირის ყველა გამორჩეულ მუსიკალურ რელიზს: 

ჰარი სტაილსი  – Kiss All The Time. Disco, Occasionally.

ჰარი სტაილსის ახალი ალბომის Kiss All The Time. Disco, Occasionally. გამოსვლა ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა მისი გულშემატკივრებისთვის. ალბომი სავსეა საცეკვაო ტრეკებით და ინტროსპექტული ტექსტებით, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს, თვალი შეავლოს არტისტის ბოლო პერიოდის ცხოვრებას.

ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰარი სტაილსის დიდი ხნის თანამშრომელი Kid Harpoon-ია.

Yebba  –  Jean

ორი კვირის წინ, ცნობილმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა Yebba-მ  მისი მეორე ალბომის, Jean-ის გამოსვლა 6 მარტს დააანონსა. განცხადებას თან ახლდა მთავარი სინგლი და ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა Yellow Eyes.

ალბომი არტისტის 2021 წლის სადებიუტო ნამუშევარის, Dawn-ის შემდეგ გამოვიდა, რომელიც დიდწილად მისი დედის გარდაცვალებით იყო  შთაგონებული და საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულების კატეგორიაში გრემის ნომინაციაც მოიპოვა. 

Ayra Starr – Where Do We Go

თებერვალში Ayra Starr-მა ახალი მუსიკის გამოცემასთან დაკავშირებით მინიშნებები გაავრცელა, შედეგმაც არ დააყოვნა და სიმღერა Where Do We Go წარადგინა. სიმღერა ფორტეპიანოს მელოდიით იწყება, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდება, შემდეგ კი ძლიერი ბიტი  შემოდის, რომელსაც არტისტის ვოკალი ერთვის. 

aespa  –  Attitude

თებერვალის შემდეგ, როცა aespa-მ Anderson.Paak-თან ითანამშრომლა  სინგლზე Keychain, არტისტი კვლავ აგრძელებს  მუშაობას მუსიკისა და ეკრანული ხელოვნების სინთეზირებით.

ენერგიული ტრეკი Attitude ანიმე-სერიალის Kill Blue-ს გამხსნელი თემატური სიმღერაა, რომლის პრემიერაც აპრილში ტელეარხ TV Tokyo-ზე შედგება. 

The Warning  – Kerosene

მზარდი პოპულარობის მქონე მექსიკურმა როკბენდმა The Warning წელი აქტიურად დაიწყო: თებერვალში მათი კოლაბორაცია კარინ ლეონთან შედგა,  რა დროსაც სინგლი Love To Be Loved გამოაქვეყნეს. ახლა კი მსმენელს ახალი, ენერგიული სინგლი Kerosene გაუზიარეს. ეს მძიმე ჟღერადობის ტრეკი შესაძლოა,  ბენდის მეხუთე ალბომის გამოსვლას მიანიშნებდეს.  ჯგუფმა ბოლო სრული ფორმატის ალბომი 2024 წელს გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე კი Warning-ს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს:  ბენდი ლათინო ამერიკის დიდ ფესტივალებზე გამოსვლას გეგმავს და ასევე  Yungblud-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამხსნელ ბენდადაც წარდგება.

კვირის განმავლობაში ახალი მუსიკალური რელიზები ქართველმა არტისტებმაც წარადგნეს: 

„მგზავრებისა“ და TAHA-ს პირველი კოლაბორაცია  –  „სახლი”

ჯგუფმა „მგზავრები“ და ჰიპ-ჰოპ არტისტმა TAHA-მ (გიორგი იზორია) ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს, სახელწოდებით „სახლი“. ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა ჟანრისა და თაობის არტისტებს აერთიანებს. სიმღერასთან ერთად შეიქმნა ვიდეოკლიპიც, რომელიც ერთ დღეში, უწყვეტი კადრით გადაიღეს. კლიპი ფროდაქშენ კომპანია FILMORIUM PICTURES-ის და Zviad Kol-ის (ზვიად ციკოლია) რეჟისორობით შეიქმნა.

Anano Sikha – Midnight Laundry – Million dreams about you (MindDoor)

ქართველმა მუსიკოსმა ანანო სიხარულიძემ ვიდეოთამაშის, MindDoor-ის მუსიკალურ გაფორმებაზე კომპოზიტორის ამპლუაში იმუშავა. არტისტმა სიუჟეტისთვის ერთ-ერთი კომპოზიცია შექმნა. MindDoor-ის პრემიერა კი Cannes International Games Festival-ზე შედგა.

MindDoor-ის ეს  ფრაგმენტი, სადაც აღნიშნული კომპოზიცია ჟღერს, მოთამაშეს 90-იან წლებში ამოგზაურებს. მოქმედება გოგონების ჯგუფის გარშემო ვითარდება, რომლებიც ცხოვრების გარდამტეხ ეტაპს გადიან.

ხატია ქორიძე – Temporarily Dead 

3 მარტს ხატია ქორიძემ მუსიკალურ პლატფორმაზე  ახალი სინგლი, სახელწოდებით Temporarily Dead გამოაქვეყნა. ნამუშევარი ლეიბლ Break Records-ის მეშვეობით გამოიცა და არტისტის მომავალ, რიგით მეორე ალბომში შევა.

მუსიკოსთან ერთად სიმღერაზე მისი  მეგობრები და კოლეგები მუშაობდნენ: სოსო ცაგარეიშვილი (დრამი), ლაშა საყვარელიძე (საქსოფონი) და ნიკალა ზუბიაშვილი (სინთეზატორი).


The Heartaches-ის ახალი სიმღერა – KATE

ქართული ალტერნატიული მუსიკის სივრცეში ახალი თაობის ბენდი The Heartaches გამოჩნდა, რომელმაც ამ კვირაში ახალი რელიზი, სახელწოდებით KATE გააზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ერთი შეხედვით სასიყვარულო წერილს ჰგავს, მისი შინაარსი ბევრად უფრო მძიმე თემას – ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლას ეხება. ინსპირაციად კი კეიტ მოსის 90-იანების სკანდალები იქცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

შემდეგი სტატია

მარსელის მერი კანიე უესტის კონცერტს ეწინააღმდეგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი