ბრიუს სპრინგსტინი, ტომ უეიტსი და სხვა არტისტები შეინ მაკგოუენის ხსოვნას პატივს მიაგებენ ალბომით  20TH CENTURY PADDY

The Pogues-ის შეინ მაკგოუენი 2011 წლის 5 მარტი, ნიუ-იორკი ფოტო: Theo Wargo/Getty Images
The Pogues-ის შეინ მაკგოუენი 2011 წლის 5 მარტი, ნიუ-იორკი
ფოტო: Theo Wargo/Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ შეინ მაკგოუენი აღარ არის, მისი ბრწყინვალება დღემდე ყველას ახსოვს, ამის დასტური კი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ახალი მუსიკალური პროექტია. 

12 მარტს მისადმი მიძღვნილი ალბომი –  20th Century Paddy – The Songs of Shane MacGowan დაანონსდა, რომელიც The Pogues-ის გარდაცვლილი ფრონტმენის, მომღერლისა და კომპოზიტორის, შეინ მაკგოუენის შთამბეჭდავ მუსიკალურ მემკვიდრეობას ეძღვნება.

ალბომში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან  დემიან დემპსი, დევიდ გრეი, Dropkick Murphys, Hozier, ჯონი დეპი, ტომ უეიტსი და ბრიუს სპრინგსტინი. სწორედ ბრიუს სპრინგსტინის შესრულებით გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი – A Rainy Night in Soho-ს ახალი ვერსია.

„შეინი იყო უსაზღვრო ჰუმანურობის  სიმბოლო, თითქოს ის გვაიძულებდა საკუთარი თავისთვის გვეკითხა, ვცხვორობდით თუ არა სიღრმისეული ცხოვრებით და ვიყავით თუ არა საკუთარ თავთან გულწრფელები. ის იყო სავსე იუმორით, მხიარული და ამავე დროს ძალიან ღრმა ადამიანი. მისი სული წმინდანებისთვის დამახასიათებელი, მეამბოხე და ექსტაზური თვისებებით იყო აღსავსე“. – ამბობს ბრიუს სპრინგსტინი შეინზე. სიმღერა A Rainy Night in Soho კი სტრიმინგ პლატფორმებზე უკვე გამოჩნდა. 

შეინ მაკგოუენი 2023 წლის 30 ნოემბერს, 65 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მან მსმენელს სიმღერების სახით დიდი საგანძური დაუტოვა. მისი ტექსტები ხშირად აღწერდა ნათელი სამყაროს მიღმა არსებულ მძიმე რეალობას. მაკგოუენის ნამუშევრებში ისმოდა ირლანდიელი მუშათა კლასის ემიგრანტების მძიმე ცხოვრების ისტორიები.

მაკგოუენი 1957 წლის შობის დღეს, ინგლისის კენტის საგრაფოში, ირლანდიელების ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდობაში ის ლონდონის პანკსცენის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა გახდა, ხოლო 1980-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა ბენდი The Pogues. კოლექტივმა კელტური და ფოლკ მუსიკა პანკის ენერგიასთან გააერთიანა და მალევე მოიპოვა რეპუტაცია ენერგიული, ცოცხალი კონცერტებით. ეს ყველაფერი კი  იმ პერიოდში ხდებოდა, როცა მუსიკალურ სცენაზე New Wave, სინთპოპი და ბრჭყვიალა პოპ-ესთეტიკა დომინირებდა.

მისი შემოქმედებითი ნიჭი 2018 წელსაც აღიარეს, როდესაც Ivor Novello Awards-ზე პრესტიჟული Ivors Inspiration-ის ჯილდო გადასცეს, ეს ყოველივე კი მის პოეტურ სიმღერებსა და სხვა მუსიკოსებზე მის მნიშვნელოვან გავლენას უსვამდა ხაზს.

სიმბოლურია, რომ შეინ მაკგოუენი შობის დღეებში გარდაიცვალა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც The Pogues-ის 1987 წლის საკულტო საშობაო ჰიტი Fairytale of New York ინგლისსა და ირლანდიაში განსაკუთრებით ხშირად ისმის. ეს სიმღერა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპოზიციად, რომელიც, მიუხედავად დიდი წარმატებისა, ბრიტანულ ჩარტებში პირველ ადგილზე არასდროს გასულა. სიმღერის საუკეთესო შედეგი მეორე ადგილია, თუმცა ყოველ დეკემბერს ის კვლავ ბრუნდება ჩარტების ათეულში. 

შეინ მაკგოუენის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტის, 20th Century Paddy-ს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გარდაცვლილი არტისტის დიდი ხნის პარტნიორმა, ირლანდიელმა ჟურნალისტმა ვიქტორია მერი კლარკმა. ალბომი 13 ნოემბერს ლეიბლ Rubyworks-ის საშუალებით გამოვა.

„შეინის სული და მისი შემოქმედების ძალა ამ შესანიშნავ კოლექციაში სამუდამოდ აღიბეჭდება, თითოეული კომპოზიცია სწორედ ამ გამორჩეულმა არტისტებმა უნიკალური და უზადოდ დახვეწილი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს. მისი ოჯახი გულწრფელად მადლიერია ყველა მონაწილე მუსიკოსის, Rubyworks-ის გუნდისა და ჯონ კენედის,  რომლის გარეშეც ეს პროექტი ვერ იარსებებდა.“- აცხადებს კლარკი ოფიციალურ განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში კინოდებიუტისთვის ემზადება – მომღერალი შესაძლოა, სილვია პლათის რომანის ადაპტაციაში მთავარ როლზე ვიხილოთ

შემდეგი სტატია

სალომე ესაძის ახალი რელიზი – Chaser

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი