Anana Kaye-ს ახალი ალბომი Are You There?

ალბომი Are You There? 20 მარტს Meridian-ის (ECR Music Group) ლეიბლის მეშვეობით გამოვიდა.
Anana Kaye Photo by Duende Vision
Anana Kaye
Photo by Duende Vision

ინდი-ალტ დუოს, Anana Kaye-ს ახალი ალბომი, სახელწოდებით Are You There? 20 მარტს გამოვიდა.

ალბომი პროდიუსერ Charlie Chamberlain-თან თანამშრომლობით შეიქმნა და მასში მონაწილეობენ Tim Lefebvre და Mark Plati – მუსიკოსები, რომლებიც წარსულში David Bowie-სთანაც თანამშომლობდნენ. ნამუშევარს თავად ავტორებმა „მუსიკალური აბრეშუმის გზა“ უწოდეს. სივრცე, სადაც წარსულის ტრაგედია, მომავლის შიშები და დღევანდელ სამყაროში არსებული სილამაზე ერთიანდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს ერთობლივი პროექტის, Anana Kaye-ს ბოლოდროინდელი სინგლები Cordelia და There Is A War – Apple Music-ის გლობალურ ფლეილისტში New In Alternative მოხვდა, სადაც საერთო ჯამში ექვსი კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციებს.

„ეს ალბომი ჩვენი არასტაბილური, ქაოტური და ღრმად ადამიანური დროის ანარეკლია,“ – ამბობს Anana Kaye. მისი თქმით, ნამუშევარი თანამედროვე სამყაროში არსებულ სირთულეებსა და რეალობას ასახავს, სადაც პირადი გამოცდილებები გლობალურ თემებს ერწყმის. ალბომი  Are You There? უკრაინაში მიმდინარე ომის, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის, ამერიკაში ცხოვრების სირთულეებისა და ახლო მეგობრისა და მუსიკალური პარტნიორის, David Olney-ს გარდაცვალების ფონზე შეიქმნა.

ალბომის ვიზუალური კონცეფცია ქართულ ელემენტებს მოიცავს: ყდის დიზაინზე ანა დვალმა იმუშავა, ფოტო კი გიორგი ყოლბაიას ეკუთვნის.

ქართული დუეტის, Anana Kaye-ს მუსიკალური გზა ნეშვილში გრძელდება, სადაც მათ საკუთარი ხმა ამერიკანას, ფოლკისა და ალტერნატიული როკის ელემენტებთან გააერთიანეს. კარიერის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამშრომლობამ ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ბრიუს სპრინგსტინი, დევიდ ოლნი, Fiona Apple და Steve Earle.

Anana Kaye – Photo by Giorgi Kolbaia

„ამ ალბომზე ჯერ კიდევ შარშან, თბილისში ყოფნისას ვისაუბრეთ, მაშინ სამუშაო პროცესი იყო. მას შემდეგ, რაც პროექტში ნიუ-იორკში არსებული ლეიბლი ECR/Meridian ჩაერთო, მოსამზადებელ ეტაპს შესაბამისად ცოტა მეტი დრო დასჭირდა.

ამ პერიოდს მნიშვნელოვანი მოვლენები დაემთხვა, როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენს ცხოვრებაშიც. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ის, რაც საქართველოში ხდებოდა და დღემდე გრძელდება. ბუნებრივია, ამან გავლენა იქონია ალბომზეც, როგორც ტექსტის ასევე მუსიკის ნაწილში.  

ზოგადად, სიმღერები ბოლო ოთხი წლის მოვლენებს ეხმიანება, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე ომს. კომპოზიციები: For You, Soldier of Misfortune და ლეონარდ კოენის There Is a War პირდაპირ ამ თემებს ასახავს. ამავდროულად, ეს საკითხი თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროსაც ეხება. იმ ბრძოლას, რომელიც ყველა ჩვენგანში მიმდინარეობს.” – აღნიშნავს Billboard საქართვლოსთან საუბარში  Irakli Gabriel.

ალბომზე მუშაობის პროცესი, როგორც თავად არტისტი ამბობს, თანმიმდევრული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. პროექტში ჩართული იყვნენ მუსიკოსები როგორც Nashville-იდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. სიმებიანი ინსტრუმენტების პარტიები ხორვატიელმა მუსიკოსმა Martin Kutner-მა ჩაწერა, დუდუკზე შესრულება იერუსალიმში მოღვაწე მუსიკოსს Ilia Mazia-ს ეკუთვნის, ხოლო საყვირზე წარმოშობით იამაიკელ-ბრიტანელი არტისტი – David Alwin უკრავს.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი იყო კვლავ თანამშრომლობა თიმ ლეფებვრთან, ცნობილ ჯაზ-ბასისტთან.  მას  არაერთხელ დაუკრავს თბილისში და მონაწილეობდა დევიდ ბოუის ბოლო (Blackstar) ალბომშიც… ასევე პროცესში ჩაერთო მარკ პლატი, რომელიც ბოუისთან წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც გიტარისტი, ბასისტი და პროდიუსერი, მან სიმღერა Cordelia დამიქსა. ასეთი დონის მუსიკოსებთან კოლაბორაცია ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა.

ალბომი მრავალ განსხვავებულ სტილს აერთიანებს, რაც ჩვენთვის სრულიად ბუნებრივია. ჩემს გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა The Beatles-ის White Album-მა, რომელმაც ბავშვობიდანვე შემაყვარა მუსიკალური მრავალფეროვნება, ანანასთვის კი კლასიკური მუსიკა, ქართული პოლიფონია და ჰარმონიები ის ორგანული ელემენტებია, რომლებმაც ამ ჩანაწერში თავისი ადგილი იპოვეს.

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი დიდი მეგობარი და გამორჩეული მუსიკოსი დევიდ ოლნი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. წინა ალბომი მასთან ერთად შევქმენით და ეს ახალი პროექტიც, თავდაპირველად ერთობლივ ნამუშევრად იყო ჩაფიქრებული. მის გარდაცვალებამდე ვაგრძელებდით ერთად წერას და ალბომშიც შევიდა რამდენიმე ერთად შექმნილი სიმღერა.” – Irakli Gabriel 

ალბომის ერთ-ერთი ცენტრალური ტრეკი – Cross The Water მიგრაციისა და იდენტობის თემებს ეხება. „რა აიძულებს ადამიანს, დატოვოს საკუთარი ქვეყანა? – სასოწარკვეთილება და იმედი,“ –  ამბობს Anana Kaye. 

მოისმინეთ Anana Key-ს ახალი ალბომი, სახელწოდებით Are You There?

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარი კეოგანი იმ ბულინგზე საუბრობს, რომელიც საბრინა კარპენტერთან დაშორების შემდეგ, მისი გარეგნობის გამო დაიწყო 

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძემ სადებიუტო სოლო ალბომიდან პირველი სიმღერა წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი