ბარი კეოგანი იმ ბულინგზე საუბრობს, რომელიც საბრინა კარპენტერთან დაშორების შემდეგ, მისი გარეგნობის გამო დაიწყო 

„ამ ყველაფერმა მაიძულა საკუთარ თავში ჩავკეტილიყავი. აღარ მინდა სხვადასხვა ადგილებში სიარული, გარეთ გასვლის სურვილიც კი აღარ მაქვს,” – თქვა მსახიობმა.
ბარი კეოგანი
TAYLOR HILL/FILMMAGIC

20 მარტს, SiriusXM-ის გადაცემაში – The Morning Mash Up სტუმრობისას, 33 წლის ირლანდიელმა მსახიობმა ბარი კეოგანმა გაამხილა, რომ 2024 წელს პოპვარსკვლავთან დაშორების შემდეგ, საზოგადოებისგან იზოლირება ამჯობინა.

„ინტერნეტში ბევრი სიძულვილია. ჩემს გარეგნობაზე უამრავ შეურაცხმყოფელ პოსტს წერენ,“ – განუცხადა კეოგანმა წამყვან ბენ ჰარლუმს. „ვფიქრობ, სოციალურ ქსელებს ჩამოვშორდი, თუმცა მაინც ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ – როცა რომელიმე ღონისძიებას ვესწრები ან სადმე მივდივარ, მაინტერესებს, როგორ მიმიღეს. პასუხები კი სასიამოვნო სულაც არ არის.“

მან ასევე დაამატა: „ამ ყველაფერმა მაიძულა საკუთარ თავში ჩავკეტილიყავი. აღარ მინდა სხვადასხვა ადგილებში სიარული, გარეთ გასვლის სურვილიც კი აღარ მაქვს.“

ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მუდმივი კრიტიკის გამო საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებს.

„ეს უკვე პრობლემა ხდება,“ – თქვა მან. „სპეციალურად არ ვიმალები, უბრალოდ ამ მიზეზების გამო არსად აღარ დავდივარ. მაგრამ როდესაც ეს შენს შემოქმედებაზეც აისახება, უკვე სერიოზული პრობლემაა – ეკრანზე გამოჩენის სურვილიც კი გეკარგება.“

კარპენტერთან 2024 წლის დეკემბერში მომხდარი გახმაურებული დაშორების შემდეგ კეოგანმა ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა. მალევე მან პლატფორმა X-ზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და თავისი გადაწყვეტილება განმარტა.

„მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე შემიძლია მოთმენა. ანგარიში იმიტომ გავაუქმე, რომ აღარ შემიძლია ამ ყველაფერმა ოჯახსა და სამუშაოს მომწყვიტოს. ის შეტყობინებები, რასაც მე ვიღებდი, არცერთმა ადამიანმა არ უნდა წაიკითხოს. სრული სიცრუე, სიძულვილი, ამაზრზენი კომენტარები ჩემს გარეგნობაზე, ხასიათზე, იმაზე, თუ როგორი მშობელი ვარ და ყველა სხვა არაადამიანური რამ.“

კეოგანი და კარპენტერი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. დაშორების დროს გამოცემა People-ის წყარომ აღნიშნა, რომ წყვილმა პაუზის აღება გადატვირთული გრაფიკის გამო გადაწყვიტა. მათ შესახებ ჭორები პირველად 2023 წლის ბოლოს გავრცელდა, საჯაროდ კი პირველად Vanity Fair-ის ოსკარის შემდგომ წვეულებაზე გამოჩნდნენ. კეოგანმა ასევე მიიღო მონაწილეობა კარპენტერის ჰიტის, „Please Please Please“-ის კლიპში, რომელიც Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა.

The Morning Mash Up-ში საუბრისას კეოგანმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ონლაინ კრიტიკა მის 3 წლის შვილზე, ბრანდოზე, რომელიც მას ყოფილი პარტნიორისგან, ალისონ სანდროსგან ჰყავს.

„დასანანია ის, რომ ჩემს პატარა ბიჭს ამ ყველაფრის წაკითხვა მოუწევს, როცა გაიზრდება,“ – თქვა მსახიობმა.

ბარი კეოგანი რინგო სტარის როლს ასრულებს რეჟისორ სემ მენდესის დაანონსებულ ოთხნაწილიან ბიოგრაფიულ სერიალში, რომელიც The Beatles-ის შესახებ არის გადაღებული. პროექტში „The Beatles – A Four-Film Cinematic Event“ ასევე მონაწილეობენ პოლ მესკალი (პოლ მაკარტნი), ჯოზეფ ქვინი (ჯორჯ ჰარისონი) და ჰარის დიკინსონი (ჯონ ლენონი). ფილმების პრემიერა კინოთეატრებში 2028 წლის აპრილში იგეგმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სასამართლო შეთანხმების შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკის დაკავების კადრები გამოქვეყნდა 

შემდეგი სტატია

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი ალბომი Are You There?

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი