ნინი ნუცუბიძე, MokuMoku და VAQO დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ 2026 წლის 100 ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა

IMPALA ევროპის მასშტაბით არაერთ წამყვან ფაბლიშერს, ლეიბლსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელს აერთიანებს. საქართველოდან ამ ორგანიზაციის წევრია GMI Rights Management.
ნინი ნუცუბიძე, IMPALA, MOKUMOKU

დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ (IMPALA) 2026 წლის მონაცემებით გამოაქვეყნა სია – „100 არტისტი, რომელსაც თვალი უნდა ადევნო“. ეს არის პროექტის მეხუთე გამოშვება, რომელიც YouTube-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ნიჭიერი ევროპელი შემსრულებლების წარმოჩენას, რომლებიც დამოუკიდებელ ლეიბლებთან მუშაობენ. აქცენტი კეთდება მათ კრეატიულობაზე, მრავალფეროვნებასა და კომერციულ პოტენციალზე. YouTube და IMPALA ეხმარებიან ამ არტისტებს, რომ გასცდნენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს და მოიპოვონ გლობალური აღიარება. სიაში მოხვდნენ არტისტები, რომლებიც თავიანთი ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.

IMPALA ევროპის მასშტაბით არაერთ წამყვან ფაბლიშერს, ლეიბლსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელს აერთიანებს. საქართველოდან ამ ორგანიზაციის წევრია GMI Rights Management. წელს IMPALA-ს ნომინანტების სიაში ვხვდებით ქართველ შემსრულებელსაც – სოლო არტისტ ნინი ნუცუბიძეს , VAQO-ს (ვახტანგ ქანთარია) და ჯგუფ MokuMoku-ს. 

2026 წლის IMPALA-ს სიაში ნინი ნუცუბიძე მუსიკალური კომპანია Bloom Music-ის წარდგენით მოხვდა. 

Billboard Georgia კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელს – მირიან კულულაშვილს ესაუბრა:

 „ყოველწლიურად IMPALA თავისი წევრების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 100 ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ ევროპელ არტისტს არჩევს. ამ პროცესში ჩვენი კომპანია – Bloom Music-იც აქტიურადაა ჩართული და ყოველ წელს საკუთარ ფავორიტს ასახელებს. სწორედ ასე მოხვდა სიაში ნინი ნუცუბიძე, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ პერსპექტიული კი არა, უკვე შემდგარი ვარსკვლავია. დარწმუნებულები ვართ, მისი ნიჭი საერთაშორისო მედიისა და მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალების დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ამ სიაში ყოფნის მთავარი ბენეფიტიც სწორედ ეს არის – მოხვდე გლობალურ ფოკუსში, რაც არტისტისთვის უამრავ ახალ პერსპექტივასა და შესაძლებლობას აჩენს. ჩვენ გვჯერა, რომ ნინის წინ კიდევ არაერთი დიდი წარმატება ელის.“

ქართული მენეჯმენტ კომპანიების ჩართულობა საერთაშორისო ქსელებში პირდაპირ აისახება ადგილობრივი არტისტების აღიარებაზე. 

„ჩვენთვის, როგორც მენეჯმენტისთვის, პრიორიტეტულია მსგავს საერთაშორისო პლატფორმებთან მუშაობა, რადგან ეს ქმნის ხიდს არტისტსა და იმ გლობალურ აუდიტორიას შორის, რომელიც მუდმივად ახალი, ინოვაციური ჟღერადობის ძიებაშია,” – ამბობს მირიან კულულაშვილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი Disney+-ის „ჰანა მონტანას" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვების მსოფლიო პრემიერაზე, 2026 წლის 23 მარტი, ლოს-ანჯელესი. მაიკლ ბაკნერი/Variety

მაილი საირუსი HANNAH MONTANA-ს იუბილესთან დაკავშირებით ახალ სიმღერას უშვებს: „ეს ჩემი საჩუქარია შენი ბავშვობისთვის“

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი iHeartRadio Music Awards-ის წლის არტისტი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Starring Georgia – ეკოსისტემა, სადაც კულტურული მოვლენა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სარგებელში ითარგმნება

ბრძოლა ხარისხისთვის, სტანდარტებისა და იმ მომავლისთვის, რომელშიც საქართველო გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულუფლებიანი და ყველაზე მიმზიდველი წევრია.
მეტი

როგორ მოახდინა Arctic Monkeys-მა ინტერნეტის პირველი გარღვევა 2006 წელს და კვლავ მიაღწია ვირუსულ წარმატებას

ამ კვირაში, „ბილბორდი” აქვეყნებს სიებისა და სტატიების სერიას, რომლებიც 20 წლის წინანდელ მუსიკას ეძღვნება. 2006 წლის კვირეულის ამ…
მეტი

Moby-ს მრავალი ნიჭი – რამდენიმე ფაქტი არტისტის შესახებ

„არ ვფიქრობ, რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს. უბრალოდ საკმაოდ რეალისტურად ვხედავ ჩემს ძლიერ და სუსტ მხარეებს… თუმცა, შესაძლოა, ამაშიც ვცდები.“
მეტი