აპრილის თვე Tatuza Jazz Club-ში

თვის რეზიდენტი ბენდი პერე ნავაროს ტრიო იქნება.

Tatuza Jazz Club აპრილის პროგრამას აქვეყნებს და მსმენელს კვლავ დატვირთულ და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

ტრადიციულად, განახლდება კლუბის თვის რეზიდენტი ბენდი, რომლის ადგილსაც ამჯერად პერე ნავაროს ტრიო დაიკავებს. ბენდი Tatuza-ს სცენაზე ჯამში 15 კონცერტს გამართავს. 

პერე ნავარო ცნობილი ესპანელი მესაყვირე, პიანისტი, კომპოზიტორი და დიჯეია, რომელიც ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევა. ნავაროს გამოცემული აქვს სამი ალბომი. მისი მესამე ჩანაწერი QUINTESSENTIAL კატალონიურმა ჟურნალმა Enderrock წლის ალბომად დაასახელა.

პერე ნავაროს ტრიოში ასევე უკრავენ: ხესუს ბასტიასი – ელექტრო ბასი, გიტარა და ალან ლადრონ დე გევარა – დრამი, FX.

მოწვეული სტუმრების გარდა, Tatuza, ტრადიციულად, სცენას უთმობს ქართველ არტისტებსაც. მსმენელის წინაშე წარდგებიან ირაკლი ჭოლაძის, ბექა გოჩიაშვილისა და ზურა რამიშვილის კვარტეტები. 23 აპრილს კი ჯაზკლუბში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. აპრილის თვის კონცერტების სერიას 29 აპრილს ანა ჟორდანიას კვარტეტი დაასრულებს. 

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო მესამე ალბომის – YOU SEEM PRETTY SAD FOR A GIRL SO IN LOVE გამოსვლას აანონსებს 

შემდეგი სტატია

როგორ მოახდინა Arctic Monkeys-მა ინტერნეტის პირველი გარღვევა 2006 წელს და კვლავ მიაღწია ვირუსულ წარმატებას

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი