ოლივია როდრიგო მესამე ალბომის – YOU SEEM PRETTY SAD FOR A GIRL SO IN LOVE გამოსვლას აანონსებს 

„ამ ალბომით ძალიან ვამაყობ და მოუთმენლად ველი, როდის მოისმენთ მას,“ – წერს მომღერალი.
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN
Olivia Rodrigo
ADRIAN MARTIN

2 აპრილს ოლივია როდრიგომ დააანონსა, რომ მისი მესამე ალბომი You Seem Pretty Sad for a Girl So in Love ამ ზაფხულს გამოვა.

მომღერალმა ალბომის გარეკანიც გააზიარა, სადაც ის საქანელაზე ზის, ფონად კი ცისფერი ცა მოჩანს. გრემის მფლობელმა არტისტმა ინსტაგრამზე დაწერა:

„ჩემი მესამე ალბომი – you seem pretty sad for a girl so in love 12 ივნისს გამოდის. ძალიან ვამაყობ ამ ჩანაწერით და მოუთმენლად ველი, როდის მოისმენთ მას. ალბომის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია.”

მომღერლის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია ალბომის სხვადასხვა ფორმატები ვინილის, CD-ისა თუ კასეტის სახით. ასევე იყიდება ავტოგრაფიანი ასლები, რომელთა გარეკანზეც ოლივიას ფოტოა, მინდორში ვარდისფერი კაბით.

ოლივია როდრიგომ 2023 წელს გამოუშვა ბოლო ალბომი Guts, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ალბომის წამყვანი სინგლი Vampire Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა და მომღერლის მსოფლიო ტურნეს, Guts World Tour-ს ჩაუყარა საფუძველი. ტურნეს ძირითადი ნაწილი 2024 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავდა, თუმცა კონცერტები 2025 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

Guts-ამდე იყო მისი სადებიუტო ალბომი Sour, რომელმაც  ოლივიას სუპერვარსკვლავის სტატუსი მოუტანა. ამ ალბომმაც Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიკავა. ალბომში შედის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: Drivers License და Good 4 U.

სერიალ High School Musical: The Musical: The Series-ის  ვარსკვლავი თავის მესამე ალბომზე (OR3) მინიშნებებს დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა. ყველაზე საინტერესო დეტალებზე მან British Vogue-თან ისაუბრა.  მომღერალმა მაშინ გამოცემას უთხრა, რომ ახალი ალბომი სევდიანი სასიყვარულო სიმღერებით იქნებოდა სავსე, მათი განსაკუთრებულობა კი იმით ახსნა, რომ თითოეულ მათგანში შიშისა და მონატრების  ელემენტები იგრძნობა.

„ვფიქრობდი, რომ როგორც კი იდეალურ ურთიერთობაში ვიქნებოდი, საკუთარ თავზე უკეთესი წარმოდგენა შემექმნებოდა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ მუშაობს.“ – დაამატა ოლივია როდრიგომ, რომელიც იმ პერიოდში მსახიობ ლუის პართრიჯს ხვდებოდა. 

იხილეთ ოლივია როდრიგოს ალბომის ანონსი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Moby-ს მრავალი ნიჭი – რამდენიმე ფაქტი არტისტის შესახებ

შემდეგი სტატია

აპრილის თვე Tatuza Jazz Club-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი