წინანდალის მამული „სუხიშვილების“ პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალი 22, 23 და 24 მაისს გაიმართება.
სუხიშვილების ფესტივალი
Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel

2026 წლის მაისში წინანდლის ისტორიულ მამულში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება. Silk Hospitality-ს ორგანიზებითა და SOLO-ს მხარდაჭერით, წინანდლის მამული პირველად უმასპინძლებს „სუხიშვილების“ ფესტივალს, რომელიც ქართული ნაციონალური ბალეტის მრავალფეროვნებასა და დინამიკას ერთ სცენაზე გააერთიანებს.

ფესტივალი 22, 23 და 24 მაისს გაიმართება. წინანდლის ამფითეატრის სცენაზე აუდიტორია სამ განსხვავებულ პროგრამას – სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შერჩეულ სამ ქორეოგრაფიულ კონცეფციას იხილავს.  22 მაისს ფესტივალს გახსნის კლასიკური პროგრამა, რომელიც ანსამბლის ტრადიციულ და საეტაპო ნომრებს წარმოადგენს. 23 მაისს სცენას დაიკავებს „ზეკარი“ – ილიკო სუხიშვილის ექსპერიმენტული და თანამედროვე ხედვით შექმნილი ქორეოგრაფიული პროექტი. 24 მაისს, ფესტივალის დასკვნით დღეს კი,  მაყურებელი იხილავს დადგმას სახელწოდებით – „ქარაბშა“

გარდა საღამოს წარმოდგენებისა, ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ  „სუხიშვილების“ ცეკვის აკადემიის ბავშვთა ანსამბლის გამოსვლებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მამულში მოწყობილ საარქივო გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ანსამბლის 80-წლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი უნიკალური საცეკვაო კოსტიუმები და ფოტომასალა, რომელიც დამთვალიერებელს  „სუხიშვილების” ისტორიაში ამოგზაურებს.

ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის მოქმედებს წინანდლის სასტუმროს ნაკრებები. დამატებით ინფორმაციას გაეცანით მითითებულ ბმულზე. 

აღსანიშნავია, რომ SOLO Visa ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, როგორც ინდივიდუალურ ბილეთებზე, ისე სასტუმროს პაკეტებზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ფესტივალის მასპინძლები არიან: Silk Hospitality და წინანდლის მამული; გენერალური სპონსორი: SOLO; მხარდამჭერები: Visa და Silknet. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფანების კვირის რჩეული ახალი მუსიკა მადონას I Feel So Free გახდა

შემდეგი სტატია

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი