„პრინცის” With This Tear-ის აქამდე უცნობი ვერსია გამოვიდა

სიმღერის გამოსვლა მუსიკოსის გარდაცვალების 10 წლის თავის მოახლოებას ემთხვევა.
პრინცი, 2015 წელი
GETTY IMAGES

„პრინცის” მემკვიდრეობამ With This Tear-ის აქამდე უცნობი ჩანაწერი გამოსცა –  სიმღერის, რომელიც მუსიკოსმა შექმნა და 1990-იანი წლების დასაწყისში სელინ დიონს მისცა.

ახლადგამოსული ვერსია მოიცავს „პრინცის” საფორტეპიანო ბალადის თავდაპირველ ჩანაწერს, რომელსაც მუსიკოსი თავადვე ასრულებს. სიმღერა პირველად 1991 წლის ნოემბერში ჩაიწერა, თუმცა აქამდე არასდროს გამოცემულა.  

With This Tear-ის დიონისეული ვერსია მომღერლის 1992 წლის თავისივე სახელწოდების ალბომში გამოჩნდა. სიმღერა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნიდა „პრინცი” მუსიკას სხვა არტისტებისთვის მაშინ, როცა საკუთარი ჩანაწერები არქივში რჩებოდა. კომპოზიციის ორიგინალი ვერსია უფრო მინიმალისტურია და „პრინცის” ვოკალსა და საფორტეპიანო არანჟირებაზეა ორიენტირებული.

ჩანაწერის განახლებაზე გრემიზე ნომინირებულმა პროდიუსერმა კრის ჯეიმსმა იმუშავა, რომელსაც „პრინცთან” დაკავშირებული არაერთი პროექტი აქვს გაკეთებული. აღნიშნული რელიზი დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს არტისტის გამოუცემელი მუსიკის ეტაპობრივ გამოქვეყნებას. 

აღსანიშნავია ტრეკის გამოსვლის დროც. ის „პრინცის” გარდაცვალების 10 წლისთავის მოახლოებას ემთხვევა. გარდაცვალების შემდეგ (2016 წელს) მუსიკოსის საარქივო მასალების გამოქვეყნებამ ხელი შეუწყო მისი გავლენის აქტიურად შენარჩუნებას თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში და მსმენელისთვის საფუძვლიანი წარმოდგენის შექმნას მის ნაყოფიერ შემოქმედებაზე. 

With This Tear ასევე ასახავს „პრინცის”, როგორც სხვა არტისტებისთვის შექმნილი სიმღერების ავტორის როლს. კარიერის განმავლობაში მან არაერთი კომპოზიცია დაწერა, რომლებიც შემდეგ სხვა შემსრულებლებმა ჩაწერეს და რომლებმაც, უკვე მის კატალოგს გარეთ, სრულიად ახალი ფორმები მიიღეს.

რელიზი მოჰყვა ბოლო წლებში მუსიკოსის არქივისადმი განახლებულ ინტერესს. 2024 წელს ინტერნეტში გავრცელდა Baby Doll-ის დემო ვერსია – „პრინცისა” და კაილი მინოუგის იქამდე უცნობი კოლაბორაცია.

ამ ეტაპზე მასშტაბური საარქივო პროექტის შესახებ დეტალები ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შესაძლოა დღის სინათლე სხვა აქამდე გამოუქვეყნებელმა ჩანაწერებმაც იხილონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

5 მაისიდან წინანდლის ფესტივალის ბილეთების გაყიდვა იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი