ოლივია დინის სიმღერამ Man I Need Spotify-ზე მილიარდ მოსმენას გადააჭარბა

სიმღერა Man I Need შვედურ სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ზე მილიარდ მოსმენათა კლუბს შეუერთდა.
ოლივია დინი Spotify-ის საუკეთესო ახალი შემსრულებლის 2026 წლის წვეულებაზე, 2026 წლის 29 იანვარი, კალიფორნია. Gilbert Flores/WWD
ოლივია დინი Spotify-ის საუკეთესო ახალი შემსრულებლის 2026 წლის წვეულებაზე, 2026 წლის 29 იანვარი, კალიფორნია.
Gilbert Flores/WWD

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა ოლივია დინმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია სიმღერით Man I Need, რომელიც შვედეთში დაფუძნებულ სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ზე მილიარდ მოსმენას გასცდა. 

ეს ერთ-ერთია იმ მრავალ წარმატებას შორის, რომელიც არტისტმა ბოლო პერიოდში მოიპოვა. 2026 წელს იგი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ახალ არტისტად დასახელდა, BRIT Awards-ზე ოთხი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის წლის არტისტის და წლის ალბომის ნომინაციებში და ასევე, 2026 წლის MOBO Awards-ზე საპატიო სამი ჯილდო დაიმსახურა. 

გარდა ამისა, ოლივია დინი გახდა ქალი შემსრულებელი, რომლის გლობალური სტრიმინგების მაჩვენებელი Spotify-ზე გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. მან თავისი ცნობილი ჰიტი გრემის კვირეულის ფარგლებში გამართულ Spotify-ს საუკეთესო ახალი არტისტების ღონისძიებაზეც შეასრულა. 

ავსტრალიაში Man I Need-მა ARIA Chart-ში პირველ ადგილზე 20 კვირა დაჰყო, რითაც ქვეყნის ეროვნული ჩარტების ისტორიაში (რომელიც 1983 წლიდან ქვეყნდება) მეორე ყველაზე ხანგრძლივი ლიდერი სინგლი გახდა. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ Tones and I-ის ჰიტი Dance Monkey უსწრებს, რომელმაც ჩარტებში პირველი ადგილი 24 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა.

დიდ ბრიტანეთში ილივია დინი პირველი სოლო შემსრულებელი ქალი გახდა Official Charts-ის ისტორიაში, რომლის ოთხი სიმღერა ერთდროულად საუკეთესო ათეულში მოხვდა. ეს რეკორდი მან გასული წლის ოქტომბერში ნომერ პირველი ჰიტით Man I Need და ალბომ The Art of Loving-ის კომპოზიციებით დაამყარა: So Easy (To Fall in Love), Nice To Each Other და სემ ფენდერთან კოლაბორაციული ნამუშევრით Rein Me In. 

არტისტი ასევე  Billboard-ის 2025 წლის Greatest Pop Stars-ის სერიაში წლის აღმოჩენად დასახელდა, მიმდინარე თვის დასაწყისში კი სიმღერა Man I Need პირველ ადგილზე გავიდა Billboard Adult R&B Airplay ჩარტში, როგორც ამერიკის რადიოსადგურებში ყველაზე ხშირად გაჟღერებული კომპოზიცია. 

ოლივია დინის ჯილდოების ჩამონათვალი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს Ivor Novello Awards-ის 71-ე ცერემონიაზე, რომელიც 21 მაისს ლონდონში გაიმართება. არტისტი ერთ-ერთ ფავორიტ შემსრულებლად მიიჩნევა და ორ კატეგორიაშია ნომინირებული: წლის საუკეთესო ალბომი და PRS for Music-ის ყველაზე ხშირად შესრულებული ნამუშევარი. 

სიმღერა Man I Need Spotify Billions Club-ს დაემატა – ფლეილისტს, რომელიც ამჟამად 1 255 სიმღერას აერთიანებს.

მოუსმინეთ ოლივია დინის სიმღერას Man I Need: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

5 მაისიდან წინანდლის ფესტივალის ბილეთების გაყიდვა იწყება

შემდეგი სტატია

ემინემი სიფხიზლის 18 წელს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი