ემინემი სიფხიზლის 18 წელს აღნიშნავს

რეპერმა სოციალურ ქსელში მონეტის ფოტო გააზიარა, რომელზეც დატანილია წარწერა: „უერთგულე შენს თავს”.
ემინემი 2024 წლის MTV VMA-ზე.
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

ემინემი განსაკუთრებულ თარიღს აღნიშნავს – სიფხიზლის 18 წელს. 53 წლის რეპერმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელში მონეტა უჭირავს, წარწერით: „უერთგულე შენს თავს”. ცენტრში მოქცეულ ოქროსფერ სამკუთხედში კი რომაული ციფრებით რიცხვი 18-ია ამოტვიფრული. 

ამ განსაკუთრებული დღისთვის ემინემს სპეციალური ვინტაჟური მაისური აცვია, რომლითაც პატივს მიაგებს D-Nice-ის 1991 წლის ალბომს To Tha Rescue, რომელიც რეპერის მეორე და ბოლო სტუდიური ჩანაწერია.

პოსტმა დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა ემინემის მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან. მათ შორის არიან: პოდკასტერი და კომიკოსი Theo Von, რომელმაც კომენტარებში დაწერა: „ამინ”; ასევე ემინემის ნახევარძმა ნეითან მეზერსი: „ვამაყობ შენით, უფროსო ძმაო”; და Roots-ის დრამერი და რეჟისორი Questlove, კომენტარით: „შესანიშნავია, ასე განაგრძე.”

2022 წელს ემინემმა მის დიდი ხნის მენეჯერ პოლ როზენბერგს უთხრა, რომ 2007 წლის თითქმის ფატალური ზედოზირების შემდეგ მის ტვინს ძალიან დიდი ხანი დასჭირდა, რომ კვლავ ამუშავებულიყო. „როცა კვლავ დავიწყე რეპის კეთება და გამოგიგზავნე, არ ჰკითხე ექიმებს, ტვინის დაზიანება ხომ არ მქონდა?” უთხრა რეპერმა როზენბერგს, რომელიც იმ პერიოდში ძალიან ღელავდა ემინემის მომავალ კარიერაზე. როგორც რეპერმა აღნიშნა, დამოკიდებულების პიკში ის 75-80 აბ ვალიუმს იღებდა, რაც პოტენციურად სასიკვდილო დოზაა.

ემინემს ზეიმის კიდევ ერთი მიზეზი აქვს: ცოტა ხნის წინ რეპერი მეორედ გახდა ბაბუა. მის უფროს ქალიშვილს, ალანა სკოტს, რომელიც 2000-იანებში იშვილა, გასულ კვირას შვილი – სკოტი მარი მოელერი შეეძინა. გოგონას სახელი ალანა სკოტის დედის, დონ სკოტისა და მისი დის, კიმ სკოტის (ემინემის ყოფილი მეუღლე) პატივსაცემად დაარქვეს. ემინემი ბაბუა პირველად გასული წლის მარტში გახდა, როცა მის ბიოლოგიურ შვილს, ჰეილი ჯეიდს ვაჟი შეეძინა. 

ნახეთ ემინემის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია დინი Spotify-ის საუკეთესო ახალი შემსრულებლის 2026 წლის წვეულებაზე, 2026 წლის 29 იანვარი, კალიფორნია. Gilbert Flores/WWD

ოლივია დინის სიმღერამ Man I Need Spotify-ზე მილიარდ მოსმენას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი