კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ნოა კაჰანი, კელანი, სუკი უოტერჰაუსი და სხვები

გაეცანით კვირის გამორჩეულ რელიზებს.
ნოა კაჰანი Patrick McCormack
ნოა კაჰანი
Patrick McCormack

Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ New Music Friday-ს ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს. კვირის გზამკვლევში უცხოელ არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლების ახალ ნამუშევრებსაც წარმოგიდგენთ. 

ამ კვირას ნოა კაჰანი ტრიუმფალურად ბრუნდება თავისი გამორჩეული მეოთხე ალბომით – The Great Divide, კელანი კლასიკური R&B სტილის ალბომს უშვებს; ხოლო სუკი უოტერჰაუსი წარმოგვიდგენს ნაწყვეტს მომავალი ალბომიდან Loveland, რომელიც ამ ზაფხულს გამოვა. გაეცანით კვირის რჩეულ რელიზებს:

ნოა კაჰანი – The Great Divide

ნოა კაჰანის მეოთხე ალბომი ნათლად აჩვენებს სიმღერების წერის დახვეწილ მანერას, მის ვოკალურ და მუსიკალურ უნარებს. არტისტი გულწრფელად გვიყვება თავის მეგობრებზე, ოჯახზე და მშობლიურ ქალაქზე და მაქსიმალური უშუალობით ცდილობს, გადმოსცეს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა  რეალურ დროში მის ცხოვრებაზე.

Bedford Falls – KIDOBANI

ჯგუფმა Bedford Falls ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით „კიდობანი“, რომელიც შესულია ბენდის ახალ ალბომში – Lazy Bones. ვიდეოს ფროდაქშენზე Stockton Records-მა იმუშავა, რეჟისორი კი გიორგი მეშველიანია (avi.musaifi). კლიპში მთავარ პერსონაჟს ახალგაზრდა მსახიობი ლაშა მებუკე ასრულებს.

Kehlani  – Kehlani

სინგლ Folded-ის წარმატების შემდეგ, Kehlani მიხვდა, რომ დადგა დრო, აქცენტი კლასიკური ჟღერადობის R&B-ზე გაეკეთებინა და მთელი თავისი ვნება ამ ალბომში ჩაექსოვა. Billboard-მა დასკვნითი ტრეკი  Unlearn  პროექტის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა. კაილ დენისი წერდა: „ერთ დროს R&B ალბომები ხშირად სრულდებოდა გოსპელ სიმღერით, ჰიმნის ქავერით ან ისეთი ტიპის მიძღვნით, რომელიც რწმენას, ოჯახსა და მეგობრობას უსვამდა ხაზს. Kehlani რჩება, რათა ეს ტრადიცია გააგრძელოს… გოსპელი ყოველთვის იქნება R&B-ის ნაწილი,  როცა საერო და სასულიერო ერთმანეთს ხვდება, გამორჩეული მუსიკა იბადება.“

სუკი უოტერჰაუსი  – Tiny Raisin

თავისი სტილის ერთგული სუკი უოტერჰაუსი, სიმღერით Tiny Raisin, მსმენელს მუსიკალურ მოგზაურობაში იწვევს. კომპოზიცია იუმორისტული და ცოცხალი აღწერით იწყება, რომელიც საბოლოოდ მისი პარტნიორის (რობერტ პატინსონის) მიმართ მიძღვნილ ოდად იქცევა. თუმცა ეს არ არის კლასიკური სასიყვარულო სიმღერა, ეს უფრო გულწრფელი ემოციების გამოხატვაა. 

Hayley Kiyoko და Gigi Perez -Collide

Hayley Kiyoko Coachella-ს მეორე კვირაში Gigi Perez-ის სეტზე მოულოდნელად გამოჩნდა, სადაც არტისტებმა ერთად შეასრულეს Kiyoko-ს ჰიტი – Girls Like Girls. როგორც აღმოჩნდა, ეს მათი ერთადერთი სიურპრიზი არ ყოფილა, დღეს მათ ახალი კოლაბორაციული ნამუშევარი  Collide წარადგინეს.

ეს მშვიდი და ემოციური ტრეკი პირველი გამოშვებაა იმ საუნდტრეკიდან, რომელიც Kiyoko-ს რეჟისორულ დებიუტს  Girls Like Girls-ს  უკავშირდება. ფილმის პრემიერა ივნისშია დაგეგმილი. Kiyoko-მ Instagram-ზე აღნიშნა: „საუნდტრეკი, რომელიც მინდოდა 16 წლის ასაკში მქონოდა, საბოლოოდ 12 ივნისს თქვენი გახდება. ამ ახალ ეტაპს საუკეთესო გზით ვიწყებთ.“

NEUX –  Silent

ქართველი არტისტი NEUX მუსიკალურ კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს. მან მსმენელს თავისი პირველი ტექნო ჩანაწერი, სახელწოდებით Silent წარუდგინა. ნამუშევარი შესულია ლეიბლ Dusk Records-ის კრებულში Aftermath, რომელიც სხვადასხვა არტისტის ნამუშევარს აერთიანებს. ამ ეტაპზე კომპოზიცია ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია Bandcamp-ისა და SoundCloud-ის პლატფორმებზე.

დილან გოსეტი – My Boy

გასულ წელს სადებიუტო ალბომის, Westward-ის გამოშვების შემდეგ, ამომავალი მომღერალი და კომპოზიტორი დილან გოსეტი აქტიურ შემოქმედებით ტემპს ინარჩუნებს და მსმენელს ახალ სიმღერას, My Boy-ს სთავაზობს. 

როგორც სათაურიდანვე ჩანს, ეს ნამუშევარი მის პირველ შვილს ეძღვნება და გოსეტის მამობრივ განცდებს ატარებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ზაფხულში გიორგი გიგაშვილი გერმანიასა და ნიდერლანდებში ტურნეს გამართავს

შემდეგი სტატია

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ დაანონსებული ერთობლივი ალბომიდან კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი