ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ – ამბობს მომღერალი.
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი.
Gilbert Flores/Variety

ალიშა კისი მუსიკალურ ინდუსტრიაში ორ ათწლეულზე მეტია, მოღვაწეობს, თუმცა, მისი თქმით, ეს სფერო დღესაც იმავე „ბიჭების კლუბად“ რჩება, როგორც მისი კარიერის დასაწყისში იყო.  

გამოცემა The Times-თან ბოლო ინტერვიუში გრემის 17-გზის მფლობელმა არტისტმა გულახდილად ისაუბრა იმ უთანასწორობაზე, რომელსაც ის, როგორც ავტორი, მომღერალი და პროდიუსერი ქალი, ყოველდღიურად აწყდება. „მუსიკალური სამყარო „ძველი ბიჭების ქსელად“ იქცა, სადაც ინჟინერიასა და პროდიუსინგში მომუშავე არაჩვეულებრივი ქალებისთვის კარი დახურულია. ქალები ამ ინდუსტრიის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენენ. მე თავად ვარ პროდიუსერი და ჩემთვის შოკისმომგვრელია იმის გააზრება, რომ ამ რეალობაში ვცხოვრობთ“,  – განაცხადა მომღერალმა.

ალიშა კისი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ წარმომადგენლობის ნაკლებობა არ არის, საქმე სისტემურ ბარიერებსაც ეხება:

Merriam-Webster – ამერიკული ლექსიკონების გამოცემა old boy network-ს (ძველი ბიჭების ქსელი) – ასე განმარტავს: ეს არის არაფორმალური სისტემა, სადაც შეძლებული მამაკაცები, რომლებსაც მსგავსი სოციალური და საგანმანათლებლო წარსული აქვთ, ერთმანეთს კარიერულ წინსვლაში ეხმარებიან.

„ამ ყველაფერს არავინ გეუბნება. გიწევს, საქმე გქონდეს მენეჯერებთან და იურისტებთან, რომლებსაც საკუთარი წილის აღება და ხშირად ზედმეტის მოთხოვნაც უყვართ, მაგრამ არასდროს გეკითხებიან, თუ როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ ამ სფეროში დიდხანს დავრჩეთ.” – თქვა ალიშა კისმა ინტერვიუში.

იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“, – დასძინა მან.

სწორედ ამ იდეიდან შეიქმნა She Is the Music – არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის თანადამფუძნებელიც ალიშა კისია. ეს ორგანიზაცია ქალებისთვის მუსიკალურ ინდუსტრიაში ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მუსიკოსებისთვის სიმღერების წერის სესიებს, მენტორობასა და საგანმანათლებლო პროგრამებს ემსახურება. თებერვალში ორგანიზაციამ უკვე მეორედ უმასპინძლა ღონისძიებას Women Sharing the Spotlight, სადაც არტისტმა Megan Moroney და მისი სრულად ქალებით დაკომპლექტებული გუნდი დააჯილდოვა.

„დღევანდელი საღამო სწორედ იმისთვისაა, რომ ვთქვათ: მოიცადე, მე მაქვს ეს პოზიცია და შემიძლია კარი გავაღო. ერთია, როცა კარზე აკაკუნებ, რომ შეგიშვან და სრულიად სხვაა, როცა ვინმე თავად აღებს კარს და გეუბნება, შემოდი და შემომიერთდი.” –  აღნიშნა ალიშა კისმა ცერემონიაზე.

რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, არტისტმა ბოლო ალბომი, სახელწოდებით Keys, 2021 წელს გამოუშვა. ნამუშევარი Billboard 200-ის ჩარტში 41-ე ადგილზე მოხვდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავე რეიტინგის პირველ პოზიციას ალიშა კისის ხუთი სხვადასხვა ალბომი იკავებდა. 

როგორც მომღერალმა The Times-ს განუცხადა, ის ამჟამად ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს:

„მუსიკა თითქმის მზადაა და  ეს ძალიან მახარებს. არსებობს სიმღერების წერის ოსტატობა და უნარი, შექმნა ისეთი კომპოზიციები, რომლებიც ადამიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩემი შემოქმედების ხანგრძლივობას და ამას ახალ ალბომშიც აუცილებლად იპოვით“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გავრცელებული ცნობებით, ჰარი სტაილსი ზოი კრავიცზე დაინიშნა

შემდეგი სტატია

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი